კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია მოსალოდნელი გათავისუფლების გამო

8 დეკემბერი, 2010
გასულ პარასკევს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის 40-მდე თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო. გაფიცვის მიზეზი თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება იყო. აქციის მონაწილეთა თქმით, წინა დღეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ხუთ თანამშრომელს მიუვიდა, შემდეგ - კიდევ რვას. თანამშრომლები შიშობენ, რომ მალე მათაც გაათავისუფლებენ.

„თანდათან ათავისუფლებენ სამსახურიდან ყველას. 40-დან 8 უნდა დარჩესო“, - გვითხრა პორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

აქციის მონაწილეებს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალური მენეჯერი იან ნოვაკი შეხვდა. მოლაპარაკების შედეგად ყველა გათავისუფლებული თანამშრომელი ჯერჯერობით, სამუშაოს დაუბრუნდა.

პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს. შტატების შემცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ადმინისტრაცია ფინანსების უკმარისობას ასახელებს, თუმცა კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები