კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო მოქალაქეებს უკანონოდ აჯარიმებს

8 დეკემბერი, 2010
გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო მოქალაქეებს უკანონოდ აჯარიმებს. ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის ადვოკატმა ლია ხუროშვილმა განაცხადა.

„არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა განცხადებით, სადაც მათ მიერ შესრულებული ქმედება არ ჯდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა მუხლის დისპოზიციაში, რაც იწვევს დაჯარიმებას. მაგალითად, მოქალაქემ ხმელი ფოთოლი გააცალა ქუჩაში, მაღაზიის წინ მდგარ ბუჩქს. ხმელი ფოთოლი არ არის საყოფაცხოვრებო ნარჩენი. მოქალაქემ ხმელი ფოთოლი ჩაყარა ცელოფნის პარკში და დადო მაღაზიის კუთხეში, რომ მომდევნო დღეს, გამგეობის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, გამოივლიდა ნაგვის მანქანა და წაიღებდა. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა კი მოქალაქე 200 ლარით დააჯარიმეს. რეგიონში, განსაკუთრებით კი სოფლებში არ დგას ნაგვის ბუნკერები, ურნები. ამ გარემოებას არავინ ითვალისწინებს. ამასთან, გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ სამართალდარღვევის ოქმების განხილვა ხდება კანონდარღვევით“,- აღნიშნა იურისტმა.

ამ საკითხზე გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროში კომენტარი არ გააკეთეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები