კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე

8 დეკემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება დაძაბულია. მოსახლეობა სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნას და სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის ამოსაღებად ჩხრეკის ჩატარებას ითხოვს. ადგილობრივებმა პროტესტი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც 25 წლის ილგარ ქარიმოვი სოფელ ყარაღაჯში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ყარაღაჯის მაცხოვრებლების თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე მკვლელობაა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში მკვლელობა 4 ნოემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ნასვამმა 25 წლის ილგარ ქარიმოვმა სამი ადამიანი ჩაცხრილა: სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 23 წლის მურად შანშიაშვილი, 26 წლის ილია პაპუაშვილი და 40 წლის ვაჟა ნატროშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. ნიკოლოზ პაპუაშვილი კი ფეხში დაიჭრა და წნორის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მკვლელობის თვითმხილველის, პაატა ხარაშვილის თქმით, ილგარ ქარიმოვი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლისგან, გურამ ბაგდასაროვისგან ავტომანქანის ავზის საწვავით შევსებას ითხოვდა, რაზედაც ბაგდასაროვმა უარი უთხრა, რადგან გვიანი ღამე იყო. ბაგდასაროვს ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი მამაკაცები გამოესარჩლნენ, რის შემდეგაც ქარიმოვმა ავტომატით სროლა ატეხა.

ილგარ ქარიმოვი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ქარიმოვი სოფელ ყარაღაჯთან ახლოს საქონლის ფერმაში იმალებოდა.

„ნივთმტკიცება - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ,,აკს“ მჭიდით და 16 ვაზნით ამოღებულია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ქარიმოვს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ილგარ ქარიმოვი დანაშაულს არ აღიარებს. ქარიმოვის განცხადებით, ყარაღაჯში ადამიანები ავტომატით მას არ ჩაუცხრილავს.

სოფელ ყარაღაჯის მაცხოვრებლები სამართალდამცავებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში გახშირებული ინციდენტების გამო, პოლიციას არაერთხელ სთხოვეს, რომ ჩხრეკა ჩაეტარებინათ და იარაღი ამოეღოთ, მაგრამ პოლიციას ჩხრეკა არ ჩაუტარებია. მკვლელობის შემდეგ ყარაღაჯში აგრესია განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გაიზარდა.

„აზერბაიჯანელები ხან მიწის გამო ჩხუბობენ, ხან საქონელზე. ბევრი საქონელი ჰყავთ, გაუშვებენ და ვენახებს გვინადგურებენ. რომ ვეუბნებით, საქონელს ყურადღება მიაქციონ, თოფს გამოიტანენ და გვემუქრებიან, რომ თუ წყნარად არ ვიქნებით, დაგვხოცავენ“, - ამბობენ ყარაღაჯის მაცხოვრებლები. „აქამდე ხმა ვერ ვიღებდით, მაგრამ ამ მკვლელობამ ძალიან აღგვაშფოთა“, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

ახალი ამბები