კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთშაბათს, 9 დეკემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და კავშირი საფარი გიწვევთ ქართული დოკუმენტური ფილმის „შინ და უკან“ ჩვენებაზე.

ხუთშაბათს, 9 დეკემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და კავშირი საფარი გიწვევთ ქართული დოკუმენტური ფილმის „შინ და უკან“ ჩვენებაზე.

ხუთშაბათს, 9 დეკემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და კავშირი საფარი, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გიწვევთ ქართული დოკუმენტური ფილმის „შინ და უკან“ ჩვენებასა და დისკუსიაზე.

კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია და სტუდენტ ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლება.

ხვალინდელი ფილმი შეეხება ოჯახურ ძალადობას, რომელიც გადაღებულია კავშირი „საფარის“ ჯგუფის მიერ კახეთის ერთ-ერთ სოფელში.

ფილმის გმირი ლია იხსენებს წარსულს საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც სავსეა ძალადობით და უხეში მოპყრობით. ლიას მამამ დედა მოკლა და თავად ლიაც არაერთხელ გამხდარა მამის აგრესიის მსხვერპლი. ლიამ ახალგაზრდობა ამ მოგონებებთან ბრძოლაში გაატარა და ახლა ცდილობს, გაარღვიოს ის ძალადობით სავსე წრე იმ სოფელში, სადაც ბავშვობა გაატარა და სადაც ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ლია ჩადის თავის სოფელში, რათა გამოაღვიძოს თანასოფლელები და მათთან განახლებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. მიუხედავად მძიმე და მტკივნეული წარსულისა, მან შეინარჩუნა სიყვარული ადამიანებისა და თავად ცხოვრების მიმართ.

ფილმის შემდგომ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება კავშირი “საფარის” თავმჯდომარე ნატალია ზაზაშვილი.

მის.: ნიკო ნიკოლაძის 7, სართ. 1 (შემოსასვლელი ეზოდან)
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნინო ღვედაშვილი: gvedashvili@gmail.com; +995 32 935227; +995 98 178417