კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა ბურკიაშვილი: „ირლანდიის მოქალაქეს სიღნაღში საკუთრება ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოართვა“

9 დეკემბერი, 2010
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ირლანდიის მოქალაქისთვის სიღნაღში კერძო  საკუთრების წართმევის  შესახებ ინფორმაციას  არ ფლობს. როგორც ღვინიაშვილმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა, მისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. „არვიცი რაზე მეკითხებით და შესაბამისად, ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა გუბერნატორმა.

სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის კობა ბურკიაშვილის განცხადებით, ირლანდიის მოქალაქე სალივან ქიარა როზმარის სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩამოართვა.

„ირლანდიის მოქალაქეს ქონება ნამდვილად ჩამოერთვა. ქონების ჩამორთმევის შესახებ დავალება სამინისტროდან მივიღეთ. ეხლა ზუსტად არ მახსოვს სამინისტროს წერილში რა წერია. აღარ მახსოვს, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, მაგრამ საკუთრება ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოართვა“, - აღნიშნა ბურკიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ირლანდიის მოქალაქე სალივან ქიარა როზმარის სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა - ნაგებობა წაართვეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, სალივან ქიარა როზმარის უძრავი ქონება კანონმდებლობის სრული დაცვით ჰქონდა ნაყიდი. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კი, ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ ისე გააუქმა, რომ სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მესაკუთრისთვის არ უცნობებიათ.

სალივან ქიარა როზმარის ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები