კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს

10 დეკემბერი, 2010

          10 დეკემბერი, 2010

2010 წლის 13-14 ნოემბერს, თბილისში, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ფარგლებში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის.“ კონფერენციაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთიდან. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენდა ივლისში, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლისა’’ და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ მიერ გამართული კონფერენციის  „გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიაში: რა უნდა გაკეთდეს“თანმდევ ღონისძიებას.  ორივე ორგანიზატორი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ორგანიზაციის  წევრია.

ივლისისა და ნოემბრის კონფერეციები მონაწილეთა სახელმწიფოებში სამოქალაქო აქტიურობისა და საზოგადოების ინტენსიური მონაწილეობით დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს ეხებოდა. მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში მათი დაცულობის დონეზე ისაუბრეს.

13 ნოემბერს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებმა, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, განიხილეს ის სტრატეგიები, რომლებიც საჭიროა უფლებადამცველთა უსაფრთხოებისა და  მუშაობის ეფექტურობის გასაძლიერებლად. კონფერენციის მეორე დღეს კი განხილულ იქნა ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, მათ შორის, პოლიტიკური მოტივით ადამიანთა თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საქმეები და ძირითადი ტენდენციები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, ჩამოაყალიბონ ექსპერტთა რეგიონული სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მიზანი იქნება, აზერბაიჯანთან დაკავშირებით 2004 წლის 26 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეზოლუციისასა და სხვა უფლებადაცვითი ჯგუფების მიერ გამოყენებულ დეფინიციების გათვალისწინებით, შეიმუშავოს პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია და შეფასების კრიტერიუმები; შეისწავლოს, ადამიანთა საქმეები, ვისზეც არსებობს სერიოზული ვარაუდები, რომ პოლიტიკრი მოტივით არიან დაკავებულნი; ჯგუფი ასევე გამოიკვლევს პოლიტიკური საფუძვლით ადამიანების დევნის ძირითად ტენდენციებს, დაიწყებს ადვოკატირების კამპანიას, რომ ამ ადამიანებმა ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, და შეწყდეს ადამიანების დევნა და დაკავება პოლიტიკური მოტივებით.

კონფერენციაზე მიღებული იქნა რეკომენდაციები ქვემოთჩამოთვლილი ჯგუფების მიმართ:

 შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებმა:

• შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და დაპირებები, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც განმტკიცებულია მათსავე კონსტიტუციებით, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტებით - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტითა და ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციით.

• მოიყვანონ თავიანთი კანონმდებლობა სრულ შესბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან. თავი შეიკავონ ისეთი კანონების მიღებისაგან, რომლებიც ეროვნულ კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის   სტანდარტებს იმაზე დაბლა სწევს, ვიდრე ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითაა დადგენილი.

• მიიღონ ყველა საჭირო ზომა თავიანთ ქვეყნებში უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელსაყრებლი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

უფლებადამცველმა საზოგადოებამ და უფრო ფართო სამოქალაქო საზოგადოებამ:

 • გააძლიეროს ერთმანეთს შორის სოლიდარობა, კოორდინაცია, და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა,  როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე;

• განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს ფაქტებზე დაფუძნებულ ადვოკატირებაზე, ინფორმაციის შეგროვებასა და სრულყოფილ ანალიზზე;

• ჩაატაროს ერთობლივი მონიტორინგი რეგიონალური პერსპექტივით, შეადგინოს ანგარიშები და პუბლიკაციები;

• გააძლიეროს  საგანმანათლებლო პროგრამები ადამიანის უფლებათა თემაზე და გახადოს ეს პროგრამები ხელმისაწვდომი უფრო ფართო საზოგადოებისათვის;

• უფრო აქტიურად გამოიყენოს რეგიონული მედია, რათა კავშირი იქონიოს საზოგადოების ფართო ფენებთან.

ევროსაბჭომ:

 • დაჟინებით სთხოვოს წევრ-სახელმწიფოებს - სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუსეთს - შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში, განსაკუთრებით უფლებადამცველთა დასაცავად შეურაცხყოფის, დისკრიმინაციისა და დევნის სხვა ფორმებისაგან. მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა ხელსაყრელი სამუშაო გარემო შექმნან უფლებადამცველთათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და   სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფებისათვის.

• მოუწოდოს აზერბაიჯანს, მოწვევა გაუგზავნოს ბატონ შტრასერს, ევროსაბჭოს სპეციალურ მომხსენებელს პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე და მოუწოდოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას - ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში.

• დანიშნოს სპეციალური მომხსენებელი, რომელიც გააშუქებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას კავკასიაში, მათ შორის, კონფლიქტურ ზონებში;

 • მოუწოდოს მინისტრთა კომიტეტს, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა წევრმა სახელმწიფოებმა შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეფექტური ზომები მიიღონ იმათ წინააღმდეგ, ვინც ამას არ აკეთებს;

• მოუწოდოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუსეთში პრიორიტეტი მიანიჭოს იმ საქმეებს, რომლებშიც სერიოზული ვარაუდი არსებობს ადამიანების დევნისა და მათ წინააღმდგ სისხლის სამართლის ბრალდების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით;

ეუთომ:

• პრიორიტეტი მიანიჭოს უფლებადამცველთა დაცვას წევრ-სახელმწიფოებში, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის უფლებადამცველთა საკონტაქტო ბიუროს მანდატი და მის მიმართ მხარდაჭერა,

• შეიმუშავოს სახელმძღვანელო პრინციპები უფლებადამცველთა დაცვის შესახებ, განსაკუთრებით გაამახვილოს ყურადღება წევრ-სახელმწიფოთა ვალდებულებებზე, დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველები და მიიღონ კონკრეტული ზომები მათ იურისდიქციებში უფლებადამცველთათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შესაქმნელად,

• განიხილონ წევრი სახელმწიფოებისათვის  ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვის სისტემის შექმნის იდეა, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მსგავსად.

 • გააძლიერონ უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დახმარება და მხარდაჭერა წევრ-სახელმწიფოებში, მათ შორის ფინანსური დახმარება.

ევროკავშირმა:

• მოახდინოს უფლებადამცველთა შესახებ ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების ინტენსიური მონიტორინგი; უზრუნველყოს, თავიანთ ქვეყნებში, უფლებადამცველთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრის აღნიშნულ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

• მოუწოდოს წევრ-სახელმწიფოებს, გასცენ მრავალჯერადი ვიზები უფლებადამცველებისათვის.

 გაერომ:

• გააძლიეროს მონიტორინგი და თანმდევი მოქმედებები თავისი ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე.

 • განაგრძოს და გააძიეროს უფლებადამცველთა საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის მხარდაჭერა
 
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა:

არ გაუწიონ ეკონომიკური დახმარება იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არ შეუსრულებიათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სადაც ადამიანებს დევნიან და აპატიმრებენ პოლიტიკური მოტივებით.

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (აზერბაიჯანი)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი (საქართველო)
პინკ-არმენია (სომხეთი)
ჟურნალისტთა კლუბი “ასპარეზი” (სომხეთი)
სამართლებრივი განათლების საზოგადოება (აზერბაიჯანი)
ქალთა რესურს-ცენტრი (სომხეთი)
ყოფილი პოლიტ.პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის (საქართველო)
ჰელსინკის ასამბლეა, ვანაძორი (სომხეთი)
ჰელსინკის ასოციაცია (სომხეთი)

ახალი ამბები