კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს და მათ მემკვიდრეებს ფულადი კომპენსაციის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევთ

10 დეკემბერი, 2010

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის და მათი მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა კანონით აღარ იქნება გაწერილი.

ზოგადად, კომპენსაცია ეკუთვნის პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსებით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

აგრეთვე, კომპენსაციის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ასეთი რეპრესირებული ადამიანის პირველი რიგის მემკვიდრეა. თუმცა, მათი კომპენსაციის ოდენობა კანონში აღარ იქნება გაწერილი და მისი დადგენის პრეროგატივა სასამართლოს გადაეცემა.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები