კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში კორუფცია ელიტური გახდა

13 დეკემბერი, 2010
ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალმა“ (საერთაშორისო გამჭვირვალობა) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, 86 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს, აქ ვითარება საქართველოსთან შედარებით ბევრად უარესია. გამოკითხვაში 91 000 ადამიანი მონაწილეობდა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოში მონოპოლიები არსებობს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის.

როგორც „პირველს“ საყვარელიძემ განუცხადა, სასიამოვნოა, როდესაც კვლევების შედეგად, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჯობნის, თუმცა ამასთან, გასათვალისწინებელია ამერიკელთა შენიშვნები ელიტარულ კოტრუფციასთან დაკავშირებით.

„ამერიკელები შენიშნავენ, რომ კორუფციამ მოქალაქეებიდან ელიტარულ ნაწილში გადაინაცვლა. ანუ, კორუფციის ქვედა დონე შეიცვალა და ელიტარულზე გადავიდა. მოქალაქეები აღარ მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ ბიზნეს და სახელმწიფოს ზედა ეშელონებში კორუფციულ გარიგებებს ადგილი აქვს. ეს ფაქტი ამყარებს აზრს, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არსებობს და სახელმწიფო მხარს უჭერს მონოპოლიებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში კორუფცია არსებობს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

„ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის“ გამოკითხვამ გაოცება გამოიწვია საქართველკოს ოპოზიციურ სპექტრში. ლეიბორისტული პარტია ორგანიზაციის კვლევის შედეგს არარეალურად მიიჩნევს.

როგორც ლეიბორისტების პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, ამჟამად, საქართველოში ელიტური კორუფციის ყველაზე მაღალი და უპრეცედენტო მაჩვენებელია, რომლის ნათელი მაგალითია „ტაბახმელაში, წყნეთსა და დიღომში სიხარულის ქუჩაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აშენებული და მშენებარე სასახლეები“.

გუგავას განცხადებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველო კვლევების მიხედვით, ევროპულ ქვეყნებზე კარგ მდგომარეობაშია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„ხელისუფლებას როცა მონოპოლიზებული აქვს საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტს ისე იყენებს, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, როგორ შეიძლება ქვეყანაში კორუფციის დონე დაბალი იყოს?! საქართველოში არსებობს არნახული ელიტური კორუფცია და ამას ჩვენზე – საქართველოს მოსახლეობაზე უკეთ ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გრძნობს“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები