კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის აფეთქებები

13 დეკემბერი, 2010
რობერტ ამსტერდამი, Eurasia Review

22 სექტემბერს გამთენიისას, თბილისში (საქართველო) აშშ-ს საელჩოდან დაახლოებით 100 მეტრში პატარა ბომბი აფეთქდა. ამან ხელი შეუწყო იქვე მეზობლად სასაფლაოზე მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას.  მომდევნო კვირეებში, მთელი რიგი საიდუმლო აფეთქებები განხორციელდა.

2 ოქტომბერს ბომბი ჯერ ხიდზე ქალაქის შემოგარენში აფეთქდა, შემდეგ კი 21 ოქტომბერს რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, რასაც შუაღამით ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. მთელი თვის განმავლობაში სიმშვიდე იყო, ვიდრე 28 ნოემბერს დღის 2 საათზე ყველაზე დიდი აფეთქება არ მოხდა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის შენობა და სუპერმარკეტის ვიტრინა ქალაქის შემოგარენში. პარტიის ოფისის აფეთქებას 58 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.

შემდეგ დაიწყო დაჭერები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტერორისტული თავდასხმები“ დაგმო და განაცხადა, რომ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დეკემბრის დასაწყისის აფეთქებებში. ამავდროულად შსს ამტკიცებს, რომ ამ ადამიანთა ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან იმართებოდა. სახელმწიფოსადმი ლოიალურმა მედიამ, აფეთქებები ნაყოფიერად გააშუქა და შემდეგ ბომბიც აჩვენა: მიხეილ სააკაშვილის  სატელევიზიო მიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ „ამ მომენტისთვის არსებული მტკიცებულებები… ამ ექვს ეჭვმიტანილს და რუსეთის არმიის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს შორის მკაფიო კავშირზე მიუთითებს“ და ეჭვმიტანილი ტერორისტის გოგიტა არქანიას სავარაუდო ვიდეოაღიარებაც გადმოსცა.

თითქოს ეს საკმარისი იყო, თუმცა მორალური პანიკა იმის გამოცხადებამ გააღვივა, რომ ერთ-ერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილის სასტუმროს ნომერში  რადიოაქტიური ნივთიერება (ცეზიუმ-137) აღმოჩნდა, რაც მთავრობის თქმით, შესაძლოა, ჭუჭყიანი ბომბის დამზადებისთვის იყო განსაზღვრული.

იმის მიუხედავად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებებზე, თითქმის არ არსებობს ეჭვი, რომ აფეთქებები სასარგებლო საბაბი აღმოჩნდა საბძოლო მზადყოფნაში მყოფი პრეზიდენტისთვის, რომელიც საკუთარი  პოლიტიკისა და მედიის კონტროლის გამო, ოპოზიციის სულ უფრო მზარდი  უკმაყოფილების ობიექტია.

ლებორისტულმა პარტიამ, რომლის შტაბ-ბინაც აფეთქებების სამიზნე გახდა, უმალ მთავრობა დაადანაშაულა. პარტიის მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა აფეთქებას „პოლიტიკური ტერორი“ უწოდა: „ბოლო დროს ჩვენ განსაკუთრებით აქტიურები ვართ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს არ არის პარტია ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით, არამედ ის ბანდა და ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორც სჩანს, ეს ჩვენს განცხადებებზე პასუხი გახლდათ. საქართველოში პოლიტიკური პარტიის ოფისთან განხორციელებლი აფეთქებებიდან ეს პირველი არ არის, თუმცა აქამდე მსგავსი ძალის აფეთქება არასდროს მომხდარა. დაიღუპა ქალი, დაიჭრა ჩვენი პარტიის დაცვის თანამშრომელი. ის იმ რკინის გისოსებმა გადაარჩინა, რომელიც მისი ოთახის ფანჯრებს იცავდა. ამ რაიონის ბევრი მცხოვრები დაშავდა, მათგან ზოგიერთები ჰოსპიტალში გადაიყვანეს“.
 
აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და იძულებული გახდა, შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. რა თქმა უნდა, როგორც ეს ქართული პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი, ნათელაშვილს თავადაც საკმაოდ უყვარს პოლიტიკური ოპონენტების „კაგებეს“ აგენტობაში დადანაშაულება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი  კრიტიკოსი და ნატო-ს წევრობის აქტიური მოწინააღმდეგეა.

ანალიტიკოსები ბევრს კამათობენ, ვის შეიძლება აწყობდეს ამ ძალადობრივი აქტებით გამოწვეული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და აფეთქებების მოტივაციასთან და მთავრობის ვერსიასთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი არსებობს. მაგალითად, რისთვის უნდა სჭირდებოდეს რუსეთის მთავრობას იმ  შედარებით უმნიშვნელო პარტიის დაბობვა, რომლის პოლიტიკაც ფაქტობრივად მის ინტერესებშია? ეს მე კრემლის იმ არგუმენტებს მაგონებს, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინის ოპონენტებმა პოლიტკოვსკაიას და ლიტვინენკოს წინააღმდეგ ზომები თითქოს მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ რუსეთის ლიდერის რეპუტაცია შეელახათ.

აფეთქებები ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა. ლეიბორისტულ პარტიაზე შეტევამდე სამი დღით ადრე, დანაწევრებულმა და დიდწილად არაეფექტურმა ოპოზიციამ ამ წლის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო აქცია გამართა. ჩვენ ვხედავთ, რომ შიდა კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური გადარჩენის თვალსაზრისით სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ პროვოკაციაზე და სამწუხაროდ, მოსკოვიც სრულ მზადყოფნაშია საკუთარი ანტაგონიზმით მას ხელი შეუწყოს.

იმის პარალელურად რომ პრეზიდენტი ტერორისტებს ებრძვის, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთიდან მის დასამხობად ჩამოვიდნენ, თბილისში ჯაშუშების დაკავებაც ხდება, რომელთაგან ზოგიერთი ამ აფეთქებებს უკავშირდება, თუმცა  აფეთქებებს წინ უძღოდა დაჭერების უმრავლესობა. ქართველი დამკვირვებლების უმრავლესობა იმ სკანდალს გაიხსენებს, რომელიც რუსეთის ინტერვენციაზე მომზადებულ ყალბ რეპორტაჟს მოჰყვა, რაც იმის მკაფიო ილუსტრაცია იყო, თუ რამდენადაა დამოკიდებული მთავრობა შიშის და უსაფრთხოების ნარატივზე, რათა საკუთარი დემოკრატიული შეცდომები გაამართლოს.

ეს გამონაკლისი სულაც არ არის. როდესაც იმ ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც პოლიტიკური კრიზისია, შუაღამით საიდუმლო აფეთქებები ხდება, დარწმუნებული იყავით, რომ ერთი ან მეორე მხარე სასოწარკვეთილ თამაშს თამაშობს.

მართალია ამ მოვლენებს არაფერი აკავშირებს გარდა მეთოდოლოგიისა, თუმცა ახლახანს ტაილანდში მუშაობის დროს აფეთქებების მსგავსს სურათს ვაკვირდებოდი, რაც აღვწერე, როგორც „დაძაბულობის სტრატეგია“.

გასული წლის განმავლობაში, ბანკოკში შუაღამით ყუმბარების რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაშიც ოპოზიციური მოძრაობა „წითელი მაისური“ დაადანაშაულეს. ეს მთავრობისთვის იმის რეგულარულ საბაბად იქცა, რომ გაეგრძელებინა საგანგებო მდგომარეობა. პროცესების მიბაძვის მსგავსი სტრატეგია შეინიშნებოდა 1960-იანი წლების იტალიაში. ამ დროს სახელმწიფო ცდილობს „ხალხის გრძნობებით მანიპულირებას… და ამ გზით ისეთი გაურკვევლობისა და სოციალური ძვრების გამოწვევას, რაც მოსახლეობაში გააჩენს მოთხოვნილებას ძლიერ ხელზე, რომელიც წესრიგს დაამყარებს“ (სტიუარტ კრისტი „შავი ტერორისტის პორტრეტი“, 1984).

დღეს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პოზიცია, პირველად „ვარდების რევოლუციის“ პიკის შემდეგ კვლავ ყველაზე ძლიერია. თბილისში ვიზიტად მყოფი, თომას დე ვაალი აღწერს, რომ სააკაშვილი სხვადასხვა დისკუსიის ორივე მხარეს ყოფნას ახერხებს: „ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის ყველაფერი იყოს. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა“, – წერს ვაალი – „აბა იფიქრეთ როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში („ბიზნესის იოლად წარმართვა“) მისი ვარსკვლავური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ ფესვები გადგმული“.

არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ეს აფეთქებები საკუთარი „დაძაბულობის სტრატეგიით“, სააკაშვილმა ან მისმა მხარდამჭერებმა მოაწყვეს, მაგრამ აშკარაა რომ ეს მოვლენები ყველაზე მეტად სწორედ მათ აწყობდათ. შესაძლოა მას შემდეგ რაც უფრო ბევრი რამ გაირკვევა, ასეთი ველური თეორიების უარყოფა მარტივი გახდეს. ამას გულწრფელად ვისურვებდი, რადგან როგორც ეს ტაილანდის მაგალითმა ცხადყო, მორალური პანიკის გაღვივებისა და შიშით მართვის მსგავი მცდელობები ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება.


ახალი ამბები