კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Books not Bars - „წიგნები გისოსების ნაცვლად“

13 დეკემბერი, 2010
არასრულწლოვანი დამნაშავეების დეკრიმინალიზაცია – სწორედ ამაზე მოგვითხრობს ფილმი „წიგნები გისოსების მიღმა“, რომელიც10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა სახლმა“ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში აჩვენა.

Books not Bars ეხება აშშ-ში რასიზმის პრობლემას, არასრულწლოვანი დამნაშავეების ცხოვრებას, აშშ-ის მთავრობის არასწორ პოლიტიკასა და ახალგაზრდებში კრიმინალის შემცირებისათვის საჭირო გზების ძიებას.

ფილმის რეჟისორი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ ბიუჯეტის არასწორი გადანაწილება არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის რიცხვს ზრდის. ფილმში Books not Bars ნათლად ჩანს, რომ კრიმინალის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ე.წ. „სუპერციხეებისთვის“ გამოყოფილი თანხები განათლების სფეროს მოხმარდება.

ფილმში ნაჩვენებია ის სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს არაპირდაპირ კრიმინალისკენ უბიძგებს. „ღარიბი უბნების“ სკოლებში მთელი დღის განმავლობაში პოლიციელები მუშაობენ და ყოველდღიურად „ჩხრეკენ“ მოსწავლეებს. შესასვლელში სპეციალური მოწყობილობაცაა დამონტაჟებული, რითაც სკოლაში შესვლის წინ მოსწავლეები მოწმდებიან. ფსიქოლოგები ხსნიან, რომ სწორედ მსგავსი პირობები უწყობს ხელს დანაშაულის ჩადენას.

როგორც ფსიქოლოგმა თინა ჯავახიშვილმა აღნიშნა, „მსგავსი სიტუაცია მოსწავლეებში ქმნის მოლოდინს, რომ პოლიციელები მათგან დანაშაულის ჩადენას ელიან. ეს კი დანაშაულის ჩადენის წინაპირობაა. არასრულწლოვანი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გააკეთებს იმას, რასაც მისგან ელიან“.

ფსიქოლოგი პარალელს დღევანდელ ქართულ საჯარო სკოლებთან ავლებს, სადაც პოლიციელების ფუნქციას მანდატურები ასრულებენ. მისი თქმით, აუცილებელია მოსწავლეებს სწორად მიეწოდოს ინფორმაცია და განემარტოთ, რომ კონტროლის მიზანი არა მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოლოდინი, არამედ მათი უსაფრთხოების დაცვაა.

სოფო გეწაძე

ახალი ამბები