კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „თავისუფლება“: „რუსკი რეპორტიორი“ საქართველოს შესახებ WikiLeaks–ის მასალებს ამახინჯებს

15 დეკემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

რადიო „თავისუფლების“ ფოტო

რუსი ჟურნალისტები კოლეგების მსგავსად, აქტიურად აშუქებდნენ ცნობებს, რომელსაც WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული აშშ–ს დიპლომატიური დოკუმენტები შეიცავდა, - წერს რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიურო.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სულ მცირე, ერთ–ერთი გამოცემის შეფასებები საკმაოდ უცნაური იყო. „ზოგიერთი სკეპტიკოსი დამკვირვებლის თქმით, სენსაციური ამბები იმდენად კარგი იყო, რომ ძნელი დასაჯერებელი გახლდათ. სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც WikiLeaks–ის მასალებს აქვეყნებენ, „რუსკი რეპორტიორს“ მისი გამყარებისთვის არანაირი დოკუმენტები არ წარმოუდგენია“, - წერს ავტორი.

ჟურნალისტს რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას სიტყვები მოჰყავს, რომელიც ამბობს, რომ „რუსკი რეპორტიორზე“ გამოქვეყნებული ბრალდებები „რბილად რომ ითქვას, ჰაერშია გამოკიდებული“.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მედიაც WikiLeaks–ის მასალების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. WikiLeaks–ის დოკუმენტაციის გაყალბებული ვერსიის გამოქვეყნების ბრალდება პაკისტანის რამდენიმე წამყვან გაზეთსაც წაუყენეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ „რუსკი რეპორტიორის“ კრიტიკა დიდწილად იმ პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც 2008 წლის აგვიტოში რუსეთ–საქართველოს ომის დროს ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის ანალიზია.

„როდესაც პირველად წავიკითხე სისულელე საქართველოს მოვლენებზე, უმალ წავედი და მიმოწერის ორიგინალს გავეცანი. აღმოვაჩინე, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი და ფალსიფიკაცია იყო. ყველაფერი დამახინჯებული იყო“, – ამბობს რუსული გაზეთის „სავერშენნო სეკრეტნოს“ რედაქტორი ლეონიდ ველიხოვი.

„როგორც მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი წერს, საიდუმლო მიმოწერის თანახმად, მთავრობების უმრავლესობას სჯეროდა, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და მსოფლიოში ამ საკითხზე ილუზიები არავის გააჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ WikiLeaks–ის მასალებში საპირისპიროს ვკითხულობთ.

„თბილისში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ხელმისაწვდომი ყველა მტკიცებულება სააკაშვილის განცხადებებს ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ეს ბრძოლა საქართველოს განზრახული არ ჰქონდა.

The New York Times–ის თანახმად, ეს წერილები ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ აშშ–ის დიპლომატები დიდწილად საქართველოს მთავრობის ინფორმაციას ენდნენ და ვაშინგტონს გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიდნენ. მკითხველი შეცდომაში შეჰყავს „რუსკი რეპორტიორის“ მიერ ამერიკული დოკუმენტების თარგმნილ ვერსიებსაც, რომელსაც ვებგვერდი აქვეყნებდა. მაგალითად, ჟურნალი რიგაში ამერიკის ელჩის ციტირებას ახდენს, რომ ლატვიის ხელისუფლება ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ გრძნობს, რომ თბილისი პროვოკაციას ეძებდა, რომ ემოქმედა. მაგრამ, როდესაც კომენტარი რუსულად ითარგმნა, იკითხება - „თბილისი პროვოცირებული იყო, რათა ემოქმედა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საშუალო ცირკულაციის პრიალა ჟურნალი „რუსკი რეპორტიორი“ კრემლთან დაახლოებული ექსპერტების ჯგუფის დაფუძნებულია და მას იმაშიც სდებენ ბრალს, რომ რუსეთის ლიდერების შესახებ კრიტიკულ წერილებს არ აქვეყნებს.

„რუსკი რეპორტიორი“ ამტკიცებს, რომ ერთ–ერთია იმ რამდენიმე მედიასაშუალებათაგან, რომელსაც წინასწარ გადასცეს WikiLeaks–ის 250 000–მდე ამერიკული დოკუმენტი. თუმცა, როგორც ცნობილია, WikiLeaks–თან უშუალოდ მხოლოდ ოთხი მედიაორგანიზაცია თანამშრომლობს. ესენია, The Guardian ბრიტანეთში, Le Monde საფრანგეთში, El Pais ესპანეთში, და Der Spiegel გერმანიაში.

„რუსკი რეპორტიორისგან“ განსხვავებით, ეს გაზეთები ავრცელებდნენ ისტორიებს, რომელიც უშუალოდ დოკუმენტებს უკავშირდება და რომლებსაც, ამავდროულად, WikiLeaks–იც აქვეყნებდა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ქართული თარგმანი www.foreignpress.ge-მ გამოაქვეყნა:  http://foreignpress.ge/?p=15893

ორიგინალი: http://www.rferl.org/content/wikileaks_misinformation_critics_allege_russian_magazine_misrepresenting_cables/2247274.html

ახალი ამბები