კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „თავისუფლების ქარტიის“ მიღებას ეწინააღმდეგება

16 დეკემბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარლამენტარ გია თორთლაძის მიერ ინიცირებულ „თავისუფლების ქარტიის“ მიღებას ეწინააღმდეგება.

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი“ დეპუტატებს მოუწოდებენ, პლენარულ სესიაზე არ დაუშვან კანონპროექტის არსებული სახით მიღება.

მათი შეფასებით, კანონპროექტი შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს. კანონპროექტის ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა. იგი არ პასუხობს ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და მაღალია ალბათობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში, გამოყენებული იქნება როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის კიდევ ერთი ბერკეტი.

მათი განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა არა მხოლოდ უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ, მთლიანად სამოქალაქო სექტორის მხრიდან, საზოგადოებაში არსებობდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ მოხდებოდა ამ აქტის საბოლოო დამტკიცება.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ქარტია რეალურად წარმოადგენს აშშ-ის მიერ 2001 წლის ოქტომბერში მიღებული „პატრიოტის აქტის“ იდენტურ დოკუმენტს. თავის დროზე აშშ-ს მიერ „პატრიოტის აქტის“ მიღებამ ფართომასშტაბიანი და მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციური შესაძლებლობის გამო.

მათივე განცხადებით, მიუხედავად კანონპროექტში არსებული უამრავი ხარვეზებისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 3 დეკემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო „თავისუფლების ქარტია“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები