კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს საახალწლოდ კომპაქტური დასახლებებიდან გამოყრას უპირებენ

16 დეკემბერი, 2010
პარტია „ჩვენ თვითონ“ მთავრობას დევნილთა „სამარცხვინო გამოსახლების პროცესის“ შეჩერებას კატეგორიულად მოითხოვს და გეგმავს ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დიპლომატიურ კორპუსს.

როგორც პაატა დავითაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენს დევნილებისადმი.

დეპუტატის ინფორმაციით, თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, მათ ახალ წლამდე აუცილებლად უნდა დატოვონ შენობები. ამ დევნილებს ჩასახლებას ჰპირდებიან გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს სოფელ ზუმში, ლესიჭინეში და ფოცხოეწერში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში, ნარაზენში, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში და აბაშის რაიონის სოფელ აბაშისპორში.

„მე მაინტერესებს იმ ჩინოვნიკის გულში ჩახედვა, ვინც დევნილებს საახალწლოდ სახლებიდან გამოყრას უპირებს“, – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ პარტია „ჩვენ თვითონ“ ასეთი მოვლენებისადმი შეგუებას არ აპირებს და განსახლების სამინისტროსთან აქციების გამართვასაც გეგმავს.

„სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ იმ ჩინოვნიკს, ვინც ნანა ფიფია „დაწვა“ – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ ნანა ფიფიას „მკვლელობის“ შედეგი პროკურატურის დუმილი და ტელეკომპანიების მიერ დევნილებისა და მინისტრ კობა სუბელიანის მხიარული შეხვედრების გაპიარებაა.

პარტია „ჩვენ თვითონ“ არა კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რადგან დევნილებისადმი მიდგომებით, სწორედ მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგია ირღვევა.
დეპუტატმა ის ფაქტიც გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორჯერ დაიბარეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სწორედ დევნილთა საკითხზე და  ერთხელაც არ მივიდა. დავითაია დარწმუნებულია, რომ პრემიერს უბრალოდ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ წლამდე დევნილებს 30-მდე შენობიდან გამოასახლებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები