კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამინისტროების ნაწილი ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციის გამომზეურებას არ აპირებს

16 დეკემბერი, 2010
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა“ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და განათლების მეცნიერების სამინისტრომ.

ამის შესახებ 16 დეკემბერს ახალი ვებგვერდის www.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციის სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის 11-მა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, 5-მა – სრულიად, 4-მა – უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა.

„არის შემთხვევა, როცა გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო ფონდს. ეს შემთხვევა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფიქსირდა. ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა 2008, 2009 და 2010 წლების მონაცემებს“, - ითქვა საიტის პრეზენტაციის დროს.

საჯარო სამსახურების მიერ გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზე ინფორმაცია არ შეიძლება საიდუმლო იყოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვებგვერდის პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის ექსპერტმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

„არ შეიძლება, გაცემულ ხელფასებზე და პრემიებზე ინფორმაცია იყოს საიდუმლო. ხელფასები და პრემიები არის საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ამ ფინანსებზე ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა, გარდა სახელმწიფო საიდუმლო შესახებ კანონით გათვალისწეინებული დახურული ინფორმაციისა, რაშიც ხელფასები და პრემიები არ შედის“, - აღნიშნა ნარმანიამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები