კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა კვესიტაძე: „სიამოვნებით ვუჩივლებდი ბადრი ბიწაძეს და ავიღებდი თანხას, რომელსაც სასამართლო დააკისრებდა“

20 დეკემბერი, 2010

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ კომენტარი გააკეთა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული მასალის იმ ნაწილზე, სადაც მასზეა საუბარი .

ჟურნალისტი აბსურდს და სისულელს უწოდებს ბადრი ბიწაძის მიერ გაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, თითქოს ეროსი კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილს მისი დახმარებით შეხვდა.

„ბევრი ბრალდება და ჭორი გამიგია ჩემზე, მაგრამ - ასეთი აბსურდული არაფერი; არანაირი სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ამ ინფორმაციის შემდეგ გულიანად ვიცინე“, - განუცხადა რადიო „პალიტრას“ კვესიტაძემ. მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ისიც საკუთარ გადაცემებში.

ჟურნალისტისთვის გაუგებარაია, რატომ გადაწყვიტა ბადრი ბიწაძემ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. როგორც კვესიტაძე ვარაუდობს, ეტყობა, ბიწაძემ გადაწყვიტა, თავისი ვერსიები სხვადასხვა თემებზე კიდევ უფრო დაემსგავსოს აბსურდს.

„უნდა გადავხედო კანონმდებლობას; რამდენადაც მახსოვს, ცილისწამების შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა ლიბერალურია; სიამოვნებით ვუჩივლებდი ბადრო ბიწაძეს ცილისწამებისთვის, სიამოვნებით ავიღებდი ჯარიმას, რომელსაც სასამართლო მას დააკისრებდა და გავერთობოდი; სერიოზულად არც ვიღებ ამ თემას, მხოლოდ ვერთობი“, - განაცხადა მან.

ბადრი ბიწაძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ლევან გაჩეჩილაძეს ნინო ბურჯანაძის „ჩაძირვისთვის“ 2 მილიონი გადაუხადა. ეს თანხა კი „გრეჩიხას“ ეროსი კიწმარიშვილის მეშვეობით გადასცა. „სააკაშვილი და კიწმარიშვილი ბათუმში, „შერატონში“ შეხვდნენ ერთმანეთს; ეროსისთან „სვიაზნოი“ იყო ეკა კვესიტაძე, მერე გავიდნენ შოთა უტიაშვილზე“, - აცხადებს ბიწაძე „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები