კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები გამოსახლების ახალ ტალღას აპროტესტებენ

21 დეკემბერი, 2010

სოფო გეწაძე

ბაკურციხე, ლესიჭინე, ფოცხოეწერი, ჭკადუაში, ნარაზენი, აბაშისპირი - ეს ის სოფლებია, სადაც დევნილებს გადასახლებას კვლავ უპირებენ. თბილისში არსებული 30-მდე კომპაქტური ჩასახლების ადგილიდან დევნილთა გამოსახლება და რეგიონებში ძალით გადაყვანა 26 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად, ხელისუფლებამ ეს პროცესი 15 იანვრამდე შეაჩერა.

„ახალ წელს დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შეხვდებიან“, - განაცხადა 21 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით დევნილებს მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა სურთ: „მსოფლიომ უნდა იცოდეს - მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ წელს კომფორტულ გარემოში ხვდებიან, დევნილები ქუჩაში არიან და საცხოვრებელიც კი არ გააჩნიათ“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაკურციხეში, ლესიჭინეში, ფოცხოეწერში, ჭკადუაშში, ნარაზენსა და აბაშისპირში ათასობით დევნილისთვის საერთო ჯამში 147 ოჯახის საცხოვრებელი ბინაა გამოყოფილი.

როგორც დევნილები აცხადებენ, ამ სოფლებში წასვლას ნებით არ დათანხმდებიან. მიზეზად ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნაწილი კი საცხოვრებელი პირობების არარსებობას ასახელებს.

როგორც 185-ე საჯარო სკოლაში ჩასახლებული დევნილების მამასახლისი, ლევან გვარმიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ სოფლებში ადგილობრივი მაცხოვრებლები საკუთარ სახლ-კარს ყიდიან და საცხოვრებლად ქალაქში გადადიან: „ამ სოფლებში არაა წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა, არაა დასამუშავებელი მიწა და საერთოდ არანაირი პერსპექტივაა არაა ცხოვრებისათვის“.

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ეთანხმდება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სახლები, რომლებსაც დევნილებს სთავაზობენ, საცხოვრებლად მართლაც უვარგისია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ მიმდინარე აქციის მონაწილე, კარავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, ზაირა ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს: „ალტერნატიული ფართი ფაქტობრივად არ არსებობს. იყო შემოთავაზება რუსთავიდან. თუმცა იქ ჩასულ დევნილებს საცხოვრებელი ფართები არ გადაეცათ, რადგან კონკრეტული პირის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა“.

დევნილების განცხადებით, საცხოვრებელი ადგილები არც შემოთავაზებულ სოფლებშია. იქიდან თბილისში ჩამოდიან სხვა დევნილები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი ფართის არარსებობს გამო, იქ ქირით უწევდათ ცხოვრობა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე: „ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ დევნილები ჩაიყვანეს ფოთში და საცხოვრებელი ფართების არარსებობის გამო მთელი ღამე გარეთ გაათევინეს“.

გამოსახლების „ახალი ტალღას“ დევნილები საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. აქციები პარლამენტის წინ 17 და 21 დეკემბერს მოეწყო. შეკრებილთა შორის უკვე გამოსახლებული დევნილებიც იყვნენ. ისინი ხელისუფლებისგან ამ პროცესის შეჩერებას და უკვე გამოსახლებული დევნილების თბილისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ.

დევნილებს სოლიდარობა გამოუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“. როგორც ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს და დევნილებთან დიალოგი დაიწყოს. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დევნილებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა (იხ.: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12694&lang=geo )

ახალი ამბები