კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები მედიას და ორგანიზაციებს შეხვდნენ

22 დეკემბერი, 2010
21 დეკემბერს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების აღმასრულებელი საბჭოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა  წევრებმა მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. მათ ორგანიზაციაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტის პოსტიდან მანანა ღურჭუმელიძის გადადგომის შემდეგ, 30 ოქტომბერს პრეზიდენტად მაია კობახიძე აირჩიეს. პროფკავშირის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაია კობახიძე არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგანაც არჩევნები პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა.

პროფკავშირების თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის, ეკატერინე ჩერქეზიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების დღეს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა 203 დელეგატიდან 124-მა . ახალი პრეზიდენტი ქვორუმის არარსებობის პირობებში აარჩიეს. შესაბამისად, არჩევნებიც არალეგიტიმურია და მისი შედეგები ბათილად უნა გამოცხადდეს.

„მაია კობახიძემ ვერ შეძლო თავისი სამოქმედო პროგრამის ჯეროვნად წრმოჩენა. ვერ მოახერხა დელეგატების დარწმუნება, რომ ხელმძღვანელად მისი არჩევის შემთხვევაში, ორგანიზაცია თავს დააღწევდა ურთულეს ვითარებას. ამიტომაც გადავწყვიტეთ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვეღო. გარდა ამისა, ჩვენი ეჭვი არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ გააძლიერა პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებამ, რომ ყრილობის სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნებოდა. შექმნილი ვითარების ფონზე უპერსპექტივოდ მივიჩნიეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და პირველი საკითხის განხილვის შემდეგ , 124-მა დელეგატმა  დარბაზი პროტესტის ნიშნად დავტოვეთ“, – განაცხადა ეკა ჩერქეზიშვილმა. 

მისივე ცნობით, ახლმა პრეზიდენტმა მაია კობახიძემ უკვე დაიწყო იმ ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება, რომლებიც მას არ ემხრობიან .
ეკა ჩერქეზიშვილი და პროფკავშირის აღმასრულებელი საბჭოს სხვა წარმომადგენლები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ამ საკითხზე მათ სასამართლოს უკვე მიმართეს.

სალომე აჩბა

ახალი ამბები