კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სვანებმა მესტიის საბაგირო გზის ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს

23 დეკემბერი, 2010

იტალიური კომპანიის სვანი კონტრაქტორების „წყალობით“, მესტიაში პირველი სათხილამურო სეზონის გახსნა შესაძლოა, ვერც ახალ წლამდე მოესწროს.

სეზონის გახსნა თავდაპირველად 22 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ 24 დეკემბრისთვის გადაიდო, ახლა კი სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელ იტალიურ კომპანია „ლაინტერს“ ეჭვი ეპარება, სეზონი ახალ წლამდე გაიხსნას.

კომპანიის მტკიცებით, პრობლემა სვანმა კონტრაქტორებმა შექმნეს, რომლებმაც საბაგირო გზის ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს და რის შედეგად სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოაქციეს.

როგორც იტალიელები ამბობენ, მათ „არსად მსოფლიოში მსგავსი არაფერი უნახავთ“.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სვანი მშენებლების მიერ შეცდომების დაშვებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ „ყველანაირი პრობლემა, რომელიც საბაგირო გზის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული, უკვე აღმოფხვრილია“.

მეტიც, მისივე მტკიცებით, „საბაგირო გზა უკვე ჩართულია და დღეს საცდელი დაშვებაც განხორციელდა“.

http://www.myvideo.ge/?video_id=1160337

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები