კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეაჩერა

23 დეკემბერი, 2010
ტელეკომპანია „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეაჩერა. 23 დეკემბერს არხზე დილიდან გაჩნდა წარწერა - „პროფილაქტიკა“.

„მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ რუხაძემ განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია და არხის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა, თუმცა მას არა აქვს პასუხი კითხვაზე, როდის განახლდება მაუწყებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, „მაესტროს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა; არ არის გამორიცხული მართვიდან გავიდეს „ფონდი 2020“, რომლის დამფუძნებელიც ეროსი კიწმარიშვილია.

კითხვაზე რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ბექაური გვპასუხობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლია.

ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა კი, აღნიშნა - „დღეს არის პროფილაქტიკა და არ ვიცი, როდის განახლდება ეთერი“.

ამასთან, „მაესტროს“ ოფისის დაცვამ „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ სამსახურში ამ დროისთვის არც ერთი ჟურნალისტი არ იმყოფება.

„მაესტროს“ მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება და ფინანსური პრობლემები არაფერ შუაშია“, - განაცხადა „მაესტროს“ ჟურნალისტმა, ნათია მიქიაშვილმა.

„ტექნიკური პრობლემა „მაესტროს“ გუშინ საღამოს შეექმნა, რის გამოც ტელეკომპანია გაითიშა. ფინანსური პრობლემები „მაესტროს“აქვს, მაგრამ ახლა „მაესტროს“ გათიშვა მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას და არა ფინანსურ მიზეზებს უკავშირდება“, - აღნიშნა მიქიაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა „ფონდი 2010“-ის არხის მართვიდან წასვლის შესახებაც.
„ფონდი 2010“ დიდი ხანია, წავიდა „მაესტროდან“ და ეროსი კიწმარიშვილიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის „მაესტროს“ მმართველი“, - განმარტა ჟურნალისტმა.

ამასთან, მიქიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გავრცელებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები