კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ერეკლე კოდუას ცოლისძმის სასარგებლოდ დაშვებულ მორიგ იურიდიულ ნონსენსზე საუბრობს

24 დეკემბერი, 2010
ადვოკატი მამუკა ნოზაძე კრიმინალური პოლიციის შეფ ერეკლე კოდუას ცოლისძმის - მიშა ჟორჟოლიანის სასარგებლოდ დაშვებულ კიდევ ერთ იურიდიულ ნონსენსზე საუბრობს.

როგორც „პირველს“ მიშა ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებული ვლადიმერ დოლიძის უფლებების დამცველმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანისა და მასთან ერთად დაკავებული დავით ბენიძის, კონსტანტინე ჩაჩავასა და ირაკლი ღლონტის საქმე დოლიძის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო, აღნიშნული პირები დოლიძის საქმეში მოწმეებად იქცნენ. თუმცა, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე ღლონტის გარდა, ყველამ უარი განაცხადა. ეს კი კანონით დასჯადი ქმედებაა.

„მოწმედ გამოცხადების შემდეგ მიშა ჟორჟოლიანმა, დავით ბენიძემ და კონსტანტინე ჩაჩავამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. დაიკითხა მხოლოდ ირაკლი ღლონტი, რომელმაც მათი დაპატიმრების დროს სამართალდამცველთა მხრიდან დაშვებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა. პირს, რომელსაც სასამართლო მოწმედ იძახებს, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არა აქვს. ამის გამო ადამიანებს იჭერენ. აღნიშნული პირებისთვის კი რატომღაც მორიგი გამონაკლისი დაუშვეს“,- განაცხადა ნოზაძემ.

მისივე თქმით, დოლიძის საქმეში დაკავების დღიდან უამრავი სხვა უხეში კანონდარღვევაა, რომლებიც არანაირ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება.

„თავად ის ფაქტი, რომ დოლიძის გარდა, იგივე ბრალდებით - 353-ე მუხლის მეორე პუნქტით დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, უსამართლობაა, რადგან სასამართლო სამედიცინო დასკვნა მხოლოდ დოლიძეს ჰქონდა. ამ ცნობით დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჟორჟოლიანის გათავისუფლების მოტივად კი მართლმსაჯულების ისტორიაში კიდევ ერთი უპრეცედენტო მოტივი - მეუღლის ფეხმძიმობა დასახელდა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული ოთხი პირის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოსთხოვა, მოტივად კი კიდევ ერთი ძალზე უცნაური გარემოება დაასახელა - „დასაკითხია პატიმრები და საქმე შესაძლოა, გაჭიანურდეს“. რეალურად ყველა მოწმე უკვე დაკითხულია, სასამართლო გამოძიება კი - დასრულებული. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან აღნიშნული მოტივაციის დაფიქსირება აბსოლუტურად ალოგიკურია და დოლიძის პატიმრობაში დატოვებას ისახავს მიზნად“, - განმარტავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში პოლიციამ ვლადიმერ დოლიძე, მიშა ჟორჟოლიანი და დავით ბენიძე ქუჩური გარჩევის დროს დააკავა. მათთან ერთად აიყვანეს კიდევ ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი. ხუთივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით, დოლიძის გარდა, ყველა დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მამუკა ნოზაძის განმარტებით, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინანდელ ინციდენტს, როცა ვლადიმერ დოლიძე და მისი მამა შალვა დოლიძე ბახმაროს ტყეში იარაღის გასროლის გამო ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს.

ადვოკატის მტკიცებით, ვლადიმერ დოლიძე პატიმრობისთვის „წინასწარ იყო განწირული და რეალურად მისი დისკრიმინაცია იმ კიდევ ერთი საქმის გამო ხორციელდება, რომელიც სტრასბურგმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები