კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იანვარში "დექსუსის" ხელმძღვანელებს საკრებულოში დაიბარებენ

27 დეკემბერი, 2010
„დექსუსის“ მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილო კლიენტები საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ პეტრიწის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ბინების მფლობელები.

როგორც „ცენტრ-პოინტის“ ყოფილი კლიენტები აცხადებენ, „ცენტრ-პოინტთან“ გაფრომებული კონტრაქტის პირობების თანახმად, ბინები თეთრი კარკასით უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა აღნიშული ვალდებულება „დექსუსმა“ მოიხსნა და შავი კარკასის ჩაბარების პირობას უძლევა.

ამასთან, კომპანიის კლიენტები აცხადებენ, რომ „დექსუსი“ დამატებით დღგ-ს გადახდასაც ითხოვს.

დიდი დიღმის ოაზისში მშენებარე კორპუსის მფლობელები კი, ბინის ჩაბარების ვადბის დარვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კორპუსი 2007 წელს უნდა დასრულებულიყო.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა სამუში „დექსუსის“ მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეებს დაპირდა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს თბილისის საკრებულოში დაიბარებენ.

„კომპანიის წარმომადგენლებს იანვრის თვეში დავიბარებთ საკრებულოში და მოვთხოვთ, გასცეს პასუხები უკმაყოფილო მოსახლეობის შეკითვებს. ეს კონკრეტული კორპუსი 2007 წელს უნდა ჩაბარებოდათ ამ ადამინებს, თუმცა აღნიშნული კორპუსი ჯერ არ დამთავრებულა, მოვუწოდებ „დექსუსის“ წარმომადგენლებს შეასრულონ აღებული ვალდებულებები“, - აცხადებს ჯაბა სამუშია.

„ცენტრ-პოინტის“ ყოფილი კლიენტები კომპანია „დექსუსს“ ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

კომპანია „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტი“ და მასთან დაკავშირებული დაუსრულებელი პროექტები მართვაში აიღო. კომპანიებს შორის ხელშეკრულება 10 სექტემბერს გაფორმდა. „დექსუსი“ იღებს ვალდებულებას, 3 წლის განმავლობაში დაასრულოს „ცენტრ-პონტის“ ყველა დაუსრულებელი პროექტი. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განახლდება სამუშაოები ყველა ობიექტზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები