კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეციალური რელიზი ლევან გაჩეჩილაძის გადაუხდელი ვალების შესახებ

27 დეკემბერი, 2010
კახა კუკავამ („თავისუფალი საქართველო“) გაჩეჩილაძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ სპეციალური რელიზი გაავრცელა. 

როგორც რელიზშია ნათქვამი, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, რამდენიმე მილიონის მიღების სანაცვლოდ, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან. 

"ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, რამდენიმე მილიონის მიღების სანაცვლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან. 

ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ ვთვლი საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცნობილი გახდა გაჩეჩილაძეების ოჯახისთვის სხვადასხვა დროს გაწეული იურიდიული კონსულტაციების შედეგად. 

სულ 2005-2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებულია შემდეგი სასესხო ვალდებულებები:

1. შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა 24; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) – 2.390.000 აშშ დოლარს;

2. სს „ტაო პრივატ ბანკისგან“ 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) – 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია); 

3. „თი ბი სი ბანკისგან“ 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, გმირების უბანი. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი), ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) – 499.000 აშშ დოლარს; 

4. „თი ბი სი ბანკისგან“ 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, გმირების უბანი. მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე).

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები