კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გადაეცა გორის ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარს სკვერები

28 დეკემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ შპს „სავაჭრო ცენტრს“ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 14  ჰა მიწის მწვანე ზოლი სასყიდლიან სარგებლობაში იჯარით გადასცა. ამას  ის  განკარგულება მოწმობს, რომელიც საკრებულომ 2010 წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.

საკრებულომ კი #134 განკარგულება დაამტკიცა, მაგრამ ჯერ იჯარის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. იჯარის ხელშეკრულებაში „სავაჭრო ცენტრი“ სავალდებულო წესით, შემდეგი პირობების შესრულებას იკისრებს:

ციტატა განკარგულებიდან: „ქონება გადაეცემა მხოლოდ კეთილმოწყობის მიზნით და გამოყენებულ იქნება მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, კომერციული ინტერესის გამორიცხვით“.

ზვიად ხმალაძე განკარგულებაში ასევე უთითებს, რომ ამით მოხდება რეკრეაციული და ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება.

გორის შპს „სავაჭრო ცენტრი“ ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარია. მისი პარტნიორია შპს „საქართველო-ისრაელის პროექტის მენეჯმენტი“. დირექტორი - გიორგი ბოჭორიშვილი.

ზვიად ხმალაძის განკარგულება ორ ურთიერთგამომრიცხავ პუნქტებს შეიცავს. კერძოდ, თუ განკარგულების მეორე პუნქტის პირველ ნაწილში წერია, რომ ქონება შპს სავაჭრო ცენტრს გადაეცემა კეთილმოწყობის მიზნით და პირდაპირი დანიშნულებით, მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში კი ვკითხულობთ:

ციტატა - „მოიჯარეს დაეკისროს 2011 წლის 1 თებერვლამდე ინვესტირების განხორციელების ვალდებულება აგრარული ბაზრის მოსაწყობად შესაბამის ტერიტორიაზე“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისისთვის გაურკვეველი რჩება რას გულისხმობს ფრაზა - „შესაბამის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის მოწყობა“.

ამის გასარკევად მივმართეთ საკრებულოს იურისტს ნიკოლოზ ადიკაშვილს განმარტებისთვის. მან გვითხრა, რომ საერთოდ არ იცნობს საკითხს. მივმართეთ საკრებულოს აპარატს. მისმა წარმომადგენელმა მარინა გენგიურმა გვითხრა, რომ პროექტი გამგეობის ქონების განყოფილებამ მოამზადა. მივმართეთ ზაზა ხუროშვილს, რომელიც ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტია გამგეობაში.

„შესაბამის ტერიტორიაში“ ნამდვილად არ იგულისხმება ის მწვანე ზოლი, რომელიც „სავაჭრო ცენტრს“ გადაეცემა. ჯერ-ჯერობით იჯარის ხელშეკრულება არ არის მათთან გაფორმებული, სადაც აუცილებლად განიმარტება თუ რა იგულისხმება ამ წინადადებაში“, - გვითხრა ზაზა ხუროშვილმა.

სტატია უკვე მზად იყო, როცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ამ განკარგულებაში მოხდება ჩასწორება, სადაც „შესაბამის ტერიტორიას“ მიემატება სიტყვები: „რაც უკავია“.

მიუხედავად ამისა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისისთვის გაუგებარია გამგეობის მხრიდან ინვესტირების დავალდებულება იმ ტერიტორიაზე, რომელიც „სავაჭრო ცენტრს“ ისედაც უკავია და მისი საკუთრებაა.

არადა, ზვიად ხმალაძის #134 განკარგულებაში წერია: „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერი (3 423 კვ.კმ), 2. მზეჭაბუკის მონუმენტის ირგვლივ მდებარე სკვერი (8 350 კვ.მ). სავაჭრო ცენტრთან არსებული გამწვანების ზონა (2 657 კვ.მ) გადაეცეს სასყიდლიან სარგებლობაში შპს „სავაჭრო ცენტრს“ და გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება“.

ახალი ამბები