კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალის გამოძიებას სახალხო ომბუდსმენისგან ითხოვენ

28 დეკემბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალის გამოძიებას სახალხო კრების სახალხო ომბუდსმენისგან ითხოვს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები -  ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განუცხადა, "სახალხო კრების" მიერ არჩეულ სახალხო ომბუდსმენს, ეკა ბესელიას აღნიშნული იდეით უკვე მიმართა. კაკაბაძის აზრით, ბესელიამ უნდა შექმნას კომისია, სადაც არასამთავრობოებს და სპეციალისტებს შეიყვანს, ეს კომისია კი გამოიძიებს გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის სკანდალს.

"სანამ "ასავალ-დასავალში" ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, შეკითხვები ამ თემაზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა. ისევე როგორც შეკითხვები 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებზე არსებობს და ეს მასალები ნინო ბურჯანაძეს აქვს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ასეთ თემებს გამოიკვლევს და პასუხს გასცემს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ამ კომისიას უნდა შეეძლოს ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის და ყველა იმ პირის მიწვევა და მათგან ინფორმაციის მიღება ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია გაურკვეველ თემებთან", - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ბესელიას იმიტომ მიმართა, რომ სახალხო კრების სახალხო ქომაგად აირჩიეს.

მისივე განმარტებით, მართალია ეკა ბესელიამ უფლებამოსილება შეიჩერა სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოში, თუმცა ომბუდსმენის თანამდებობა არ დაუტოვებია. კაკაბაძის განცხადებით, ბესელიას მას შემდეგ მიმართა, რაც გამოხმაურება აღნიშნულ სკანდალს სახალხო დამცველისგან, გიორგი ტუღუშისგან არ მოჰყოლია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები