კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია - ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე გასაჩივრების ვადები სასამართლოების მიერ კანონსაწინააღმდეგოდ განიმარტება

31 დეკემბერი, 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაციის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სასამართლო დავების წარმოებასთან დაკავშირებით განვითარებული პრაქტიკა სრულ წინააღმდეგობაშია კანონთან და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ნათელ დასტურს წარმოადგენს.

„2010 წლის 4 ნოემბერს საიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიგვითითა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო დაგვიანებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის, არამედ 15 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად.

საიამ მიიღო იმავე მოსამართლის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. იმავე მოსამართლემ ამჯერად მიგვითითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის ან 15 დღის, არამედ 10 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ვადას მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის 1 თვიანი ვადის ათვლის მიზნებისათვის. შესაბისად, სასამართლოს მიერ მოწოდებული ვადების „ახლებური“ განმარტება წარმოადგენს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ირიბ მექანიზმს.

უკანასკნელ საქმეში საია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ითხოვდა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე პრეზიდენტის მიერ 2008 და 2009 წლებში მიღებული განკარგულებების ასლებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა გავასაჩივრეთ კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში. 24 დეკემბერს მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს განჩინება. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა არ დააკმაყოფილა ჩვენი კერძო საჩივარი და მიიჩნია, რომ საიას სარჩელები წარდგენილი იყო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მოსამართლის ეს კანონსაწინააღმდეგო მსჯელობა მართალიც რომ იყოს, საიას ერთ-ერთი სარჩელი მის მიერ მითითებულ ვადებშია წარდგენილი. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამარლოს მიერ გადაწყვეტილება ჩვენს საზიანოდ იქნა მიღებული - საქმეზე წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები