კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა

31 დეკემბერი, 2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხის მე-5 სკოლა, რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ჟენია თუმანიშვილი-მერაბიშვილია, წლის საუკეთესო საჯარო სკოლად დაასახელა.

14 ნოემბერს, ამავე სკოლას „წლის ეტალონი საჯარო სკოლის“ ტიტული მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილს კი - „წლის ეტალონი დირექტორის“ წოდება.

ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა.

ტყეშელაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა სტუდენტ-ექსპერტებმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება სკოლისა და დირექტორის მიერ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში მიღწეული წარმატებების გამო მიიღეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები