კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქალაქო სასამართლოში ვეტერანების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

10 იანვარი, 2011
თბილისის საქალაქო სასამართლოში გმირთა მოედანზე დაკავებული ვეტერანების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს . პროცესზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა არ დაუშვეს ჟურნალისტები, ასევე, პოლიტიკოსები - ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლებიც სასამართლო პროცესის მონიტორინგის ჩატარებას აპირებდნენ.

პროცესზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც სხდომის მეთვალყურეობა სურდათ. პროცესზე არ დაასწრეს არც დაკავებულების ახლობლები, მათ შორის მშობლები.

როგორც მანდატურებმა განმარტეს, სხდომა მიმდინარეობს მცირე დარბაზში, განსასჯელი კი 10-მდე პირია. გარდა განსასჯელებისა, დარბაზში იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც და აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდებოდა პროცესის მონაწილეების გარდა სხვა პირების შეშვება.
რამდენიმე წუთის წინ პროცესზე გამოიძახეს ირაკლი ბათიაშვილი და ეკა მათიაშვილი. მათ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები