კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს

10 იანვარი, 2011
პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა მიეცა.  ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტისვე ბრძანებულება უკვე ძალაშია.

ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს შესაბამისი პროცედურების დაუცველად.

ზოგადად, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს სამისა, ხოლო ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

საქართველოს ეროვნული პრემია კი გაიცემა შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა, ტექნიკა.

რაც შეეხება პროცედურას, რისი გაუთვალისწინებლობის უფლებაც პრეზიდენტს ეძლევა, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია იქმნება, რომელსაც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები ხელმძღვანელობენ.

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი ყოველი წლის იანვარში ცხადდება. პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრებს. გადაწყვეტილება კომისიაში კენჭისყრით მიიღება, ხოლო კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები