კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ჩაკვეტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

11 იანვარი, 2011

"ეროვნული ფორუმის" წევრმა ზაზა ჩაკვეტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა .
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჩაკვეტაძის ადვოკატმა ზურაბ ნეფარიძემ განუცხადა, ჩაკვეტაძეს არასაპატიმრო სასჯელი ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადით შეეფარდა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
მისივე თქმით, ჩაკვეტაძემ პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ამას “ეროვნული ფორუმიც” დაეთანხმა.
სასამართლომ ჩაკვეტაძე გაამტყუნა და დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჩაკვეტაძის ადვოკატი არ აპირებს.
ჩაკვეტაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დღეს კი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ჩაკვეტაძეს მსჯავრი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში დაედო. ეს მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები