კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში სამართლებრივი პროფესია საფრთხეშია

11 იანვარი, 2011
2010 წლის 22-25 ნოემბერში საქართველოს სტუმრობდა დელეგაცია „ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიიდან.’’ სტუმრობის მიზანი იყო იმ სიძნელეების შესწავლა, რომლებსაც ქართველი ადვოკატები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას აწყდებიან. სერთიფიცირებული ადვოკატები შეხვდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ქართველ კოლეგებს, ადვოკატთა ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

მისიის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში სამართლებრივი პროფესიის მნიშვნელოვან დესტაბილიზაციასა და დარღვევებს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ადვოკატთა ფუნქცია შესუსტებულია პროკურორის ძალაუფლებითა და საპროცესო შეთანხმებათა სისტემატური და ფართოდ გავრცელებული გამოყენებით. დაბრკოლების წინაშე დგას არა მხოლოდ მთელი ეს პროფესია, არამედ ჯეროვანი საპროცესო უფლების საფუძველი.

იმ ადვოკატთა წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფლად და დამოუკიდებლად საქმიანობენ და სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ, იყენებენ მუქარებს, ზოგჯერ მკაცრ საპატიმრო სასჯელებს. ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის წარმოქმნილი დავები ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ძირითადად, თავად ადვოკატთა წინააღმდეგ გამოიყენება, როგორც თაღლითობისათვის მსჯავრდების საფუძველი. ადვოკატ მარიანა იველაშვილის საქმე, რომელსაც ხუთი წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს, მტკიცების თანახმად, კლიენტებისაგან 170 ევრო აღების გამო  ადეკვატური სამსახურის გაწევის გარეშე, ამ პრაქტიკის სამწუხარო მაგალითია.

აღნიშნული ანგარიში წინა პლაზე წამოწევს ადვოკატთა ფუნქციის გადასინჯვის აუცილებლობას საქართველოში და წარმოგვიდგენს სათანადო რეკომენდაციებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.observatoire-avocats.org/en/urgent-actions/georgia/

კონტაქტი:

„ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ კოორდინატორი: შარლოტა ბენოტი
<21>oia@observatoire-avocats.org*<oia@observatoire-avocats.org>
Tel : 00.33.5.34.31.78.79 – Fax : 00.33.5.34.31.17.84
www.observatoire-avocats.org/en/*<
http://www.observatoire-avocats.org/en/

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები