კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა გამოსახლების პროცესი 15 იანვრიდან დაიწყება

13 იანვარი, 2011
თბილისში მდებარე 22 ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი 15 იანვრიდან დაიწყება.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განსახლების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს და დევნილთა გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს. საჩივარს ხელს აწერს 18 დევნილი 14 ობიექტიდან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ციკორიამ განაცხადა, დევნილებს გამოსახლების შესახებ შეტყობინება ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე დაურიგდათ და ეს პროცესი ნებაყოფლობით არ მიმდინარეობს.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები ასევე ითხოვენ, სამინისტრომ აღნიშნული საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილოს და დაინტერესებულ მხარეს შეატყობინოს. სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის და კახეთის სოფლებში სთავაზობს.

ირაკლი ციკორიას განცხადებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ობიექტები, ძირითადად, ყოფილი სკოლისა და საბავშვო ბაღების შენობებია, პირობები კი – გაუსაძლისი.

ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იულია ხარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოსახლების პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებთანაა შეთანხმებული და სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, ყველა დევნილი საცხოვრებლით თბილისში დააკმაყოფილოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები