კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზისუბნის მაცხოვრებლები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან“ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ

13 იანვარი, 2011
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მაცხოვრებლები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში გადის, რაც ხშირად ხანძარს იწვევს და ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ამ ხაზებით ელექტროენერგია სოფელ ვაჩნაძეანს მიეწოდება. საყრდენი ბოძები, რომლებიც ეზოებში დგას, მწყობრიდან არის გამოსული, ზოგიერთი გადაქცევაზეა, რის გამოც სადენებმა დაბლა დაიწია და მიწიდან დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზეა. ჩემს ეზოში საყრდენი ბოძი ისეა გადახრილი, ქარი რომ ამოვარდეს, ვეღარ გაუძლებს, წაიქცევა და უბედური შემთხვევა მოჰყვება“,  განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაზისუბნის მკვიდრმა ავთანდილ სოლომნიშვილმა.

„ჩემს ეზოშიც სადენები იმდენად დაბლაა, რომ ხეხილი გადავჭერით, რადგან ზედ ედებოდა და ცეცხლის გაჩენის საშიშროებას ქმნიდა. ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ ვუშვებთ, რომ შემთხვევით რამე არ მოარტყან და ტრაგედია არ მოხდეს“, - ამბობს ვაზისუბნელი ვახტანგ ძულიაშვილი.

კიდევ ერთი ადგილობრივის ალექსანდრე სოლომნიშვილის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები მისი საცხოვრებელი სახლის აივანზე გადის.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის - ცენტრის მენეჯერმა ილია ამონაშვილმა განუცხადა, ავარიული საყრდენები რაიონის ტერიტორიაზე არის, მაგრამ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. „წესით სადენი მიწიდან 7 მეტრით უნდა იყოს დაცილებული. სოფელ ვაზისუბანში რა ხდება, არვიცი, ვნახავ. საჭიროების შემთხვევაში საყრდენებს გამოვცლით. ხაზის გადატანის უფლება კი მხოლოდ სათაო ოფისს აქვს“, -აღნიშნა ამონაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები