კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობამ „მოდელირებული ქრონიკა“ შეაფასა

17 იანვარი, 2011
გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია მიიღეს.

რეზოლუციაში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული ე.წ მოდელირებული ქრონიკა მოხსენიებულია, როგორც „შემაშფოთებელი მაგალითი“.

„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იკლებს თავისუფალი და კრიტიკული ინფორმაციის მომზადება-გადაცემის შესაძლებლობა და მზადყოფნა ამისთვის. მიზეზად შეიძლება ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები, ასევე, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის ნაკლებობა ჩაითვალოს. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოშიც. შემაშფოთებელი მაგალითი იყო გაყალბებული გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რომელიც 2010 წლის დასაწყისში საქართველოში რუსული არმიის, თითქოსდა განახლებულ შემოსვლას ეძღვნებოდა“,- ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოს გერმანიის ჟურნალისტური კავშირის თავმჯდომარემ, მიჰაელ კონკენმა გამოუგზავნა.

ქარტიის საბჭომ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანი, ქარტიის ხელმომწერი ნათია კობერიძე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის I მუხლის დამრღვევად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კობერიძემ ქარტია დატოვა.

„9-დან 10 ნოემბრამდე ესენში, გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე 300-მდე დელეგატი შეიკრიბა. დიდი სიხარულით გაუწყებთ, რომ დელეგატებმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. გერმანიის ჟურნალისტური კავშირი მიესალმება ქართველი კოლეგების ინიციატივას, რომელთაც ეთიკის დამოუკიდებელი საბჭო შექმნეს და ამით საკუთარ ქვეყანაში პროფესიული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრებისთვის იბრძვიან. გერმანიის ჟურნალისტური კავშირი ყოველმხრივ დაეხმარება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას“, - ნათქვამია მიჰაელ კონკენის წერილში.

გერმანიის ჟურნალისტური კავშირი 1949 წელს შეიქმნა და 30 000-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები