კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ცდილობდა „სოდი“ მოსამართლის დაჭერას და როგორ შეიკერა „ყირგიზელი გოგონების ტრეფიკინგის საქმე“

18 იანვარი, 2011
საბა წიწიკაშვილი, გორი

„ყირგიზელი გოგონების ტრეფიკინგის საქმე“ გორიდან სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ დაკავებული ზაზა ამირიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს. მის ინტერესებს ადვოკატი ლია მუხაშავრია იცავს. ქართულმა სასამართლომ ამირიძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლის ათვლა 2006 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

ყირგიზელი სამი გოგონა გორში შემდეგნაირად მოხვდა: ვალეს გამშვებ პუნქტში ავტობუსში გორში მცხოვრები ანა მაზანაშვილი იმყოფებოდა. პოლიციამ ავტობუსში სამი გოგონა ამოიყვანა და თბილისამდე გამგზავრება სთხოვა. ანა მაზანაშვილმა თურქეთიდან დეპორტირებული გოგონები გაიცნო, გორში მიიპატაჟა და სამშობლოში გამგზავრებამდე დარჩენა და დახმარება შესთავაზა.

ყირგიზელი გოგონები გორში დაახლოებით ერთი თვე გაჩერდნენ. შემდგომში მათ მიერ სოდის განყოფილებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ანა მაზანაშვილი ზაზა ამირიძესთან ერთად გოგონებს აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწია ჯარისკაც ვახტან გ.-სთვის, შემდეგ კი სხვა უცნობ მამაკაცებისთვის.

გოგონები იმასაც ამბობდნენ, რომ სექსუალური ექსპლუატაცია გორში მდებარე სასტუმრო „ვიქტორიაში“ ხდებოდა. ეს არ დასტურდება სასტუმროს ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობით, რომლის მიხედვით, ეს ადამიანები არასდროს დაფიქსირებულან აღნიშნულ სასტუმროში.

ერთი თვის შემდეგ ყირგიზელ გოგონებს და ანა მაზანაშვილს ურთიერთობა დაეძაბათ. ანა მაზანაშვილის თქმით, გოგონები გორს უკეთ გაეცნენ, ჰქონდათ სრული თავისუფლება და თავისუფლად დადიოდნენ ქალაქში, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. რამდენიმე ხნით იკარგებოდნენ კიდეც.

ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში ჯერ კიდევ სამი წლის შინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ზურაბ ჭაბუკიანმა დააფიქსირა: „ერთხელ მაგ გოგონებთან ერთად შემხვდა ანა მაზანაშვილი. შემდეგ დამირეკა და მთხოვა, მათ მოძებნაში დავხმარებოდი, რადგან აღარ ჩანდნენ. ვუთხარი, რომ ცოტა ხანი კიდევ დალოდებოდა, რადგან შესაძლოა, გამოჩენილიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეძლო განცხადება შემოეტანა“, - გვითხრა ზურაბ ჭაბუკიანმა. მართლაც ყირგიზელი გოგონები გამოჩნდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ გოგონებმა გადაწყვიტეს სამშობლოში წასვლა. თბილისი-ბაქოს მატარებელზე გორში მცხოვრებმა რამაზ ცაციაშვილმა სადგურამდე გააცილა, ბილეთები აუღო და გაამგზავრა. საზღვარზე გოგონები მესაზღვრეებმა დააკავეს და უკან დააბრუნეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სოდმა გამოძიება და ჩვენებების ჩამორთმევა, თითქოს ისინი ანა მაზანაშვილის სახლში იყვნენ გამოკეტილები და იგი ზაზა ამირიძესთან ერთად ეწეოდა მათ სექსუალურ ექსპლუატაციას.

სოდმა დააკავა როგორც ზაზა ამირიძე, ასევე ანა მაზანაშვილი. ანა მაზანაშვილი დღეს თავისუფალია, ხოლო ზაზა ამირიძე 12-წლიან სასჯელს იხდის.

ზაზა ამირიძე: „იცოდნენ რომ მე სასამართლოში მანდატურად ვმუშაობდი. 2006 წლის 7 დეკემბერს დამიჭირეს. შემომთავაზეს, 300 დოლარი შემეტანა მოსამართლე ბონდო ვათიაშვილისთვის. მიზეზს მნიშვნელობა არ ჰქონდა. დამარიგეს, უთხარი, რომ საქეიფოდ მივდივარ, მეშინია არ დამეხარჯოს და შემინახეო. მარტო ხელი მოკიდოსო. მე რომ ამაზე არ წავედი, შანტაჟები მოდიოდა. ვინც ამას მეუბნებოდა, ვიცი, რომ ნოდარი ჰქვია, სოდის თანამშრომელია. როცა დამაკავეს, ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაზარალებული მკვდარია და შენი მოკლულიაო. ანი თურქეთშია და „ტრუპიაო“. მიდიოდა ზეწოლა. ადვოკატის აყვანის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ბოლოს იძულებული გახდნენ, ჩემი ბიძაშვილისთვის დამერეკა, რომელიც ადვოკატია. იგი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მომიყვანეს“.

საინტერესოა, რომ სამი ყირგიზელი გოგონადან დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ ერთი, დანარჩენები - მოწმის სტატუსით არიან. მოწმე ორი გოგონა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ „დაზარალებული თანამოქალაქე ყირგიზელი გოგონა თვითონ ეძებდა მამაკაცებს; დადიოდა თავისთვის და ფულისთვის მუშაობა უნდოდა; ის მეგობრობდა ჯარისკაც ვახტანგ გ-სთან, ურეკავდნენ უცნობი პირები, აკითხავდნენ მანქანით და ისიც მიჰყვებოდა მარტო;  არავის უჯერებდა და როცა სურდა, მარტო სეირნობდა ქალაქში, მთელი დღეები იკარგებოდა.

პროკურატურამ ეს ორი მოწმე ყირგიზელი გოგონა ჩვენების შეცვლისთვის დააპატიმრაა. ხოლო 6 თვის შემდეგ მათთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების წყალობით გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უფლებადამცველმა პარლამენტარმა ელენე თევდორაძემ საქართველოს მაშინდელ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ ზაზა ამირიძის ქმედებაში ტრეფიკინგის ნიშნები არ იკვეთება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული ყირგიზელი გოგონას ადვოკატი ნინო ხაინდრავა ერთ-ერთი გამომძიებლის, მ. გაგოშიძის მეზობელი იყო, ცხოვრობდა იმავე სახლში (თბილისი, ლადო ასათიანის #40). სასამართლო ასევე არ დაინტერესდა იმ საკითხის გარკვევით, ჰქონდა თუ არა რამე გავლენა გამოძიებას თარჯიმანთან. როგორც ცნობილია, პრეტენზიები არსებობდა ყირგიზელი მოწმე გოგონების ჩვენებების რეალობასთან, რადგან რამდენიმე შემთხვევაში არასწორ თარგმანზე მიუთითეს.

სასამართლოს ყველა ინსტანციამ დაზარალებულის ჩვენება გაიზიარა. ამჯერად კი განაჩენს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს.

ახალი ამბები