კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია Fox News საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების სასამართლოს ეხმაურება

20 იანვარი, 2011
ტელეკომპანია Fox News საქართველოში დაკავებული ორი ებრაელი ბიზნესმენის საქმეს ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას განიხილავს.

„ეს არის შემთხვევა, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს შეთანხმებების შეუსრულებლობას ქვეყანაში, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობს და  დემოკრატიის შუქურასაც უწოდებენ მსოფლიოს ამ ნაწილში. აქ საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ სამოქალაქო ომი და კორუფცია ჯერ კიდევ ამ სივრცის ნაწილია. ბიზნესგარიგეგების დადება საქართველოსთან სახიფათოა. საქართველოს დემოკრატიულობა,ასევე, ეჭვქვეშ დადგა 2007 წელს დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიის დახურვის შემდეგ, რომელშიც „ფოქს ნიუსის“ დედობილ კომპანიას „ნიუს კორპორეიშენს“ ჰქოდა წვლილი და, ასევე, მშვიდობიანი გამოსვლების დარბევის შემდეგ“, - ნათქვამია სიუჟეტში.

ბიზნემენების საქმის კომენტირებისას, ნიუ-იორკში ისრაელის ყოფილმა კონსულმა ალონ პინკუსმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, „განათლებული მსოფლიოს“ ნაწილი იყოს, ეს ადამიანები უნდა გაათავისუფლოს.

„მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ ორმა ადამიანმა ეკონიმიკის მინისტრის მოადგილეს ქრთამი შესთავაზეს“, - იუწყება Fox News.
 
ებრაელი ბიზნესმენების ბედით ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესიც დაინტერესდა. მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა, გამოძიების მიმდინარეობის სამართლიანობით დაინტერესდა და ქართველ კოლეგას სთხოვა, ერთ-ერთ დაკავებულს, რონი ფუქსს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

იხილეთ ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები