კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ჯანდაცვის მინისტრის უსამართლო და არაეთიკური ბრძანების შესახებ

20 იანვარი, 2011
ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და განავითაროს ხარისხზე, ხელმისაწვდომობაზე და თანასწორობაზე ორიენტირებული ჯანდაცის სისტემა.

ამ ფონზე, სრულიად არათანმიმდევრული და მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის # 397 ბრძანება, რომლითაც სანიტარულ-ჰიგიენურ/ტექნიკურ პირობების  ნორმად მიჩნეულია ვიდეოსათვალთვალო სისტემა და აფთიაქებს დაევალათ  ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე მისი მონტაჟი და შს სამინისტროსთან გლობალური წვდომის უზრუნველყოფა, აღნიშნული პირობის შესრულება 2011 წლის 1 თებერვლიდან მოეთხოვება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქ თბილისში ფუნქციონირებად 1227 ავტორიზებულ აფთიაქს. აღნიშნული მოთხოვნა ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე შემოღებული იქნება ეტაპობრივად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტო თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი ლარი გამოდის, თანხა რომელსაც საააფთიაქო ბაზარი ჩადებს ამ პროექტში, აუცილებლად აისახება წამლის ფასზე;

ასევე მიგვაჩნია, რომ აფთიაქებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟება-ექსპლუატაცია ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების პატივისცემის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე ის შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის კონკრეტული უფლების შემზღუდავი ზომა აუცილებლად უნდა იყოს მიღებული კანონის შესაბამისად და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და მიღებული ზომა უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კონკრეტული უფლების შემზღუდავი ნორმატიული აქტი უნდა ქმნიდეს სამართლებრივ სიცხადეს და უნდა იყოს განჭვრეტადი. მიგვაჩნია, რომ ნორმატიული აქტები, რომლითაც შემოღებულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების ვალდებულება ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან სადაო ნორმატიული აქტები ქმნიან გაურკვეველ სამართლებრივ ვითარებას, რის გამოც როგორც აფთიაქები, ასევე მომხმარებლები იმყოფებიან გაურკვეველ მდგომარეობაში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება მის უსამართლობასთან ერთად, არაეთიკურია - ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის ობიექტებში, აწესებდეს ჯანდაცვის პროფესიონალის და პაციენტის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალს, ეს  უპრეცენდენტო შემთხვევაა საერთაშორისო პრაქტიკაში.

ამასთანავე ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების სავარაუდოთ გაზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ იქნება პროვოცირებული.



„ჯანმრთელი სამყარო“;
ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბი;
„ახალგაზდები სამართლიანობისათვის“;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“;
კავკასიის ქალთა ქსელი;
რეგიონალური მედიაასოციაცია;
„სამართალი და თავისუფლება“;
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი;
არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი;
კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“;
„ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“;
„ახალგაზრდული ალტერნატივა“;
სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი;
გეოპოლიტიკური საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

ახალი ამბები