კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების დევნა გრძელდება!

20 იანვარი, 2011
სალომე აჩბა

ბოლო ინფორმაციით, დღეს ბაგების სტუდქალაქიდან დევნილთა გამოსახლებისას დაკავებული დევნილები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის ოთხი ქალბატონია: ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი, ნაზი იოსელიანი და ბელა ხერგიანი. დევნილებთან ერთად პოლიციამ დააკავა დევნილთა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი - „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გია ყრუაშვილი.

გია ყრუაშვილის ადვოკატმა ნინო რამიშვილმა სასამართლოს დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა. სასამართლოში მისულ ადვოკატს პროცესი დაწყებული დახვდა. რამიშვილის თქმით, პროცესზე იმიტომ დააგვიანა, რომ დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დევნილები სტუდქალაქის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, საიდანაც მათ ნათესავებს ასახლებდნენ. პოლიციამ მათ ნათესავებთან შესვლისა და დახმარების საშუალება არ მისცა. დაპირისპირებაც ამ მიზეზმა გამოიწვია.

დევნილების გამოსახლება სტუდქალაქიდან და საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან დღეს დილის 7 სთ-დან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ შენობებში დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ და მათ ამიტომ ასახლებებ. სამინისტრო აცხადებს, რომ უბინაოდ არავის დატოვებს და გამოსახლებულ დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს საქართველოს რეგიონებში, საკუთრების უფლებით გადასცემენ.

დევნილთა უმრავლესობა საცხოვრებლად რეგიონში გადასვლაზე უარს აცხადებს. ისინი წლებია, თბილისში ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი დედაქალაქში სწავლობს და მუშაობს.

სტუდქალაქის ტერიტორიაზე პოლიცია იქ მცხოვრები დევნილების გარდა არავის უშვებდა. დევნილთა ნათესავებისა და პოლიციის შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა.

რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენა. მათ ახლობლებთან და ადვოკატებთან დაკავშირების საშუალება არ მიეცათ. „შემოვიარეთ ვაკე-საბურთალოს ყველა განყოფილება. ვცდილობთ, დავადგინოთ, სად წაიყვანეს დაკავებულები“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას „დევნილთა საქმოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ომანაძემ.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გვაცნობა, ერთ-ერთი დაკავებულისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი გაგარინის მოედანთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი პირადად მივიდა ამ განყოფილებაში, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულები იქ არ იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, პოლიციის მთავარ სამმართველოში უნდა გვეძებნა.

აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსმა“ ჯერ კიდევ 17 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა და მისი მოადგილე დიმიტრი ომანიძე ხელისუფლებას დაშინებაში ადანაშაულებდნენ.

დიმიტრი ომანაძის განცხადებით, 16 იანვარს პოლიციამ ყოველგვარი საფუძველის გარეშე მას სახლში მიაკითხა: „ჩემს მშობლებს განუცხადეს, რომ მე თავი უნდა დამენებებინა აქციებისთვის და დევნილების უფლებების დაცვისთვის. ჩემი ოჯახის მსგავსად პოლიციელები იმყოფებოდნენ მოძრაობის თავმჯდომარის მანუჩარ სიგუას ოჯახშიც. ამ ფორმით ისინი ჩვენზე ზეწოლას და დაშინებას ცდილობენ“.

ახალი ამბები