კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს დევნილების ცრემლების არ სჯერა

24 იანვარი, 2011

20 იანვარს პოლიციის მიერ დაკავებულ დევნილებს: ჯულიეტა ცინდელიანს, ირინა ფირცხელანს და ბელა ხერგიანს საქალაქო სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. „თავისუფალი საქართველოს“ წევრ გია ყრუაშვილსა და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუას კი 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს დაესწრო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ჰქონდათ წაყენებული (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლი).

ნინო ანდრიაშვილის თქმით, დაკავებულთა წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები კი მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაკავებული დევნილების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავდა, რომელსაც საქმის მასალების გასაცნობად და საკუთარი მტკიცებულებების წარმოსადგენად მოსამართლემ მხოლოდ 15 წუთი მისცა. 

დაკავებულები პროცესზე აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც მოწმის სახით იყო წარმოდგენილი და სტუდქალაქთან მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობდა, ინცინდენტის დროს ადგილზე სართოდ არ იმყოფებოდა.

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა პროცესზე  აცხადებდა, რომ იგი პროვოკაციის მსხვერპლია. იგი არაფერს აშავებდა, როცა სტუდქალაქის ინცინდენტის დროს პოლიციელებმა ძალით შეათრიეს ჯებირებს მიღმა, სადაც პოლიცია მოსახლეობას არ უშვებდა.

დევნილი ქალბატონები, რომლებსაც სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმები დააკისრა, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედები არიან. ერთ-ერთს ონკოლოგიური პრობლემები აქვს. ნინო ანდრიაშვილის თქმით, ეს და კიევ სხვა ბევრი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საქმეში არსებობდა, სასამართლომ უგულებელყო.

სალომე აჩბა

ახალი ამბები