კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების მსხვილი მაღაზია გაიხსნება

24 იანვარი, 2011

„მიქცეული“, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონების რეალიზაცია წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ წელს თბილისში კიდევ ერთი ასეთი, მასშტაბით უფრო დიდი მაღაზია გაიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ადგილის ძებნა და ობიექტი, სავარაუდოდ, ივნისისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე იგეგმება ამ პროფილის მაღაზიის ამოქმედება ახალციხეში.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ ბაიბურთმა commersant.ge-ს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მაღაზიებისადმი მომხმარებლის დაინტერესება დიდია და მათმა ბრუნვამ უკვე ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ ჩამორთმეული ქონების პირველი მაღაზია, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრ „ჯი-თი-სი“- ში გახსნა, მოგვიანებით კი მათ ელიავას ბაზრობაზე სამშენებლო მასალების, იაშვილის ქუჩაზე კი სანადირო აღჭურვილობის მაღაზიები დაემატა.

ბაიბურთის თქმით, პროდუქციის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს და ის საბაზრო ფასთან მიახლოებულია, თუმცა ხშირად ფასდაკლებები მოქმედებს. ახალი მაღაზია კი მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

მაღაზიების გახსნისთანავე იდეას ოპონენტები გამოუჩნდნენ. ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, იძულებით ჩამორთმეული ქონებით მოვაჭრე მაღაზიებში შესვლისათვის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ნივთები მეპატრონეებს სამართლებრივი გზით ჩამოართვეს.

თუმცა ბაიბურთის განცხადებით, მაღაზიებში არსებული ხალხმრავლობა იმის დასტურია, რომ ადამიანებს ესმით, რომ ეს ქონება არა კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, არამედ მათ ჩამოართვეს, ვინც გადასახადებს არ იხდის, არღვევს საბაჟო კანონმდებლობას და ბიუჯეტს აზარალებს. ამიტომაც, მისივე თქმით, მაღაზიებს მყიდველი არ აკლია.

მსგავსი მაღაზიების უპირატესობად ბაიბურთი იმას მიიჩნევს, რომ საქონლის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშია განთავსებული და მომხმარებელმა წინასწარ იცის, რის შესაძენად მიდის.

commersant.ge

ახალი ამბები