კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად დასუფთავების გადასახადი გაძვირდა

24 იანვარი, 2011

commersant.ge

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არა მარტო პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები, არამედ კომუნალური გადასახადების ტარიფებიც ძვირდება. ექსპერტთა განცხადებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მძიმე იყო 2007 წელი, რადგან თითქმის ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა. თუმცა არანაკლები იყო 2010 წელი, როცა თითქმის ერთდროულად გაძვირდა წყლის გადასახადი, დასუფთავების მოსაკრებელი და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა.

commersant.ge შეეცადა გაერკვია, ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელი კომუნალური გადასახადი გაიზარდა ყველაზე მეტად.

კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წყლის ტარიფი ორჯერ გაიზარდა. პირველად ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 2007 წელს მიიღო, როცა ტარიფი 1,20–დან დან 2,40 ლარამდე გაზარდა. მეორედ კი ზრდა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც ტარიფმა 3,15 თეთრამდე მოიმატა. ანუ საერთო ზრდამ 155% შეადგინა.

ამავე პერიოდში ორჯერ გაიზარდა ბუნებრივი აირის გადასახადიც. 2006 წელს 1 კუბ. მეტრი გაზის ღირებულება 26,55–დან 34,20 ლარამდე გაძვირდა, 2007 წელს კი 51 თეთრამდე. საბოლოო ჯამში 90%–იანი ზრდა მოხდა.

ელექტროენერგიის ტარიფი ერთხელ, 2006 წელს გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისში ტარიფის რანჟირება და ზრდა მოხდა. ანუ თუ მანამდე დედაქალაქის მოსახლეობა 1 კვტ/სთ–ზე 11,98 თეთრს იხდიდა, 2006 წლიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით, 13,48–დან 17,69 თეთრამდე იხდის, ანუ ზრდამ საშუალოდ 50% შეადგინა.

ამავე პერიოდში ორჯერ გაიზარდა დასუფთავების მოსაკრებელიც, რომელიც 2007 წელს 40–თეთრიდან 1,20 ლარამდე, ხოლო გასული წლის ბოლოს 2,50 ლარამდე გაიზარდა. საერთო ჯამში 525%–იანი მატება დაფიქსირდა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზრდილია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებაც. პირველი ზრდა 2007 წელს მოხდა, როცა მეტროთი და „ყვითელი ავტობუსებით“ მგზავრობა 20–დან 40 თეთრამდე გაძვირდა. გასულ წელს კი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გახდა. საერთო ჯამში ფასის ზრდამ 150% შეადგინა.

შესაბამისად, ტარიფების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

დასუფთავება         525%
წყალი                   155%
მუნიც. ტრანსპ        150%
ბუნებრივი აირი       90%
ელექტროენერგია     50%

ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, მოსახლეობა საერთო შემოსავლის თითქმის 25%–ს კომუნალურ გადასახადებში იხდის. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ერთიანი გადასახადების სისტემის შემოღება, როცა მაგალითად, დასუფთავების გადასახადის გამო შეიძლება მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, კომუნალური მომსახურების ტარიფებს ისეთივე დაცვა სჭირდება როგორც პურის ფასს, რადგან ესეც პირველადი მოხმარების საგანია. ამასთან, მისი თქმით, გაძვირება შესაძლოა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მთავრობა უნდა აკონტროლებდეს რამდენად ადეკვატურად ხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ასეთი მზარდი ტარიფებისაგან დაცვა.

ახალი ამბები