კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა

25 იანვარი, 2011

24 იანვარს 77 წლის კარლო ესერიძეს სოფელ თერნალში, სოფლის გზაზე თავს ნადირი დაესხა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ესერიძის თქმით, ნადირი მგელი იყო.

მტაცებლისგან დაკბენილი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა. იქ მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს. პენსიონერ ესერიძეს სხეულზე 8 ჭრილობა აქვს და მედიკამენტურ მკურნალობას ამჟამად, ბათუმის საავადმყოფოში გადის.

კარლო ესერიძის დაკბენიდან დაახლოებით 10 წუთში, მტაცებელმა კიდევ ერთი მამაკაცი დაკბინა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მასაც თავს იგივე მგელი დაესხა. მეორე მოქალაქე შედარებით მსუბუქად არის დაშავებული და მკურნალობას სოფლის საავადმყოფოში გადის.

შუახევში მოსახლეობას მტაცებელი თავს ადრეც დაესხა. ხალხი დახმარებას ითხოვს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები