კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავების ოპერაციის დროს ეჭვმიტანილი დაიღუპა

25 იანვარი, 2011

ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკთან ყაჩაღობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან, კონკრეტულად სოფელ ოტობაიადან სოფელ ორსანტიაში გადმოვიდნენ წარსულში ნასამართლევი დავით რურუა, ჯონი ქარდავა და თეიმურაზ კვარაცხელია. აღნიშნულმა პირებმა დაიქირავეს ტაქსი და გზა განაგრძეს ზუგდიდის მიმართულებით. სოფელ კოკთან ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით, მოახდინეს შეჯახება პოლიციის კუთვნილი „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანაზე, გახსნეს ცეცხლი პოლიციის მიმარულებით და შეეცადნენ მიმალვას.

საპასუხო სროლის შედეგად გარდაიცვალა თეიმურაზ კვარაცხელია. ადგილზე დააკავეს დავით რურუა და ჯონი ქარდავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა, ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „კალაშნიკოვი“ ოთხი მჭიდით, ერთი „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო იარაღი. ბრალდებულებს, ასევე, აღმოაჩნდათ ე.წ. „სკოჩი“, დანები, ხელთათმანები და სახეზე გასაკეთებელი ნიღბები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე , 231-ეს პირველი და მეორე ნაწილებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები