კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეს რა ურჩხული მთავრობაა!“ - დევნილები ბარგს ალაგებენ

25 იანვარი, 2011

შორენა ლათათია

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში მდებარე  №185 სკოლაში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც საცხოვრებლიდან 24 იანვარს დილით გამოასახლეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინა ღამით ესტუმრა და მათი პრობლემები ადგილზე შეისწავლა. 

„კიდევ კარგი საერთოდ საქართველოდან არ გვასახლებენ!..“  „სიგიჟემდე ვართ მისულები...“  „ეს რა ურჩხული მთავრობაა!“ „სად უნდა წავიდეთ? წასასვლელი არსად გვაქვს?!“  -  კიდევ ბევრ მსაგვს სიტყვებს მოისმენდით და აუცილებლად დაინახავდით თითოეულ მათგანის სახეზე დარდს, იმედგაცრუებასა და  უნდობლობას.

„თქვენც ხომ იცით, რომ ამათთან წინააღმდეგობას აზრი არა აქვს?! მაინც არავის მოუსმენენ. ხვალ დილით პოლიცია მოვა და აქედან ყველას გაგვასახლებენ. თქვენ კი, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერაფრით დაგვეხმარებით“, – სევდიანად გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა და ნივთების ჩალაგება განაგრძო.

საკუთარ მდგომარეობას სკეპტიკურად აფასებდა აფხაზეთიდან დევნილი, ორი შვილის დედა ციცინო ხოჭოლავა: „16 წელი ნაქირავებში ვცხოვრობდი. ბოლო ორი წელი აქ გადმოვედი საცხოვრებლად და ახლა აქედანაც მაგდებენ. ნუთუ  მაინცადამაინც ნავთი  უნდა გადავისხა და თავი დავიწვა?! თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს სამინისტროს ამით გულს ვერ ვატკენ. ვიცი, რომ თქვენც ტყუილად გელაპარაკებით, მაინც ვერაფრით დაგვეხმარებით, მაგრამ გულს ვიოხებ“.

აფხაზეთიდან დევნილი მურმან აფროსიძე ლოგინად ჩავარდნილ დედასთან ერთად ორი წელია, №185 სკოლაში ცხოვრობს.  „ნივთების ჩალაგება ჯერ არ დამიწყოა და არც ვაპირებ.  რა აზრი აქვს?!  წასასვლელი მაინც  არსად მაქვს“, - განაცხადა აფროსიძემ და დასძინა, რომ უკიდურეს შემთხვევაში გალის რაიონში მოუწევს გადასვლა.  

მძიმე მდგომარეობში იყო ასევე  აფხაზეთიდან დევნილ გოჩა გულბანის დედა, დოლი პირველი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ექიმაა ფორმა 100 გამოუწერა და კატეგორიულად განუცხადა, რომ მისი გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ეს საკითხი მარტივად გადაწყვიტეს.

„სამინისტროში მითხრეს, ფოცხოეწერში წადითო. ასეთი პასუხის მერე მაგათ რა უნდა ელაპარაკო?! ბინის ქირაობა ვცადეთ, მაგრამ 300 ლარზე ნაკლებად ბინა ვერ ვიშოვე. ჩემი ხელფასი კი სულ 400 ლარია. თვეში 200 ლარი მარტო დედაჩემის წამლებს ჭირდება“, - გვითხრა   გოჩა გულბანმა.

შენობის დატოვებამ შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს ასევე, მარინა ეგრუსელაშვილი, რომელიც ამჟამად მეორე შვილს ელოდება: „ჩემი შვილი  გულის მანკითაა დაბადებული და სისტემატიური სამედიცინო მკურნალობა სჭირდება. მე თავად პედაგოგი ვარ და თბილისიდან გადასახლების შემთხევაში, სამსახურთან ერთად შვილის მკურნალობის შანსსაც ვკარგავს.  გარეუბანში მაინც ჩაგვასახლონ, რომ სამსახურში სიარული და ბავშვის ექიმთან ტარება შევძლო“, - გვითხრა ეგრუსელაშვილმა და დაამატა, რომ  დღეს დევნილებს, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროებათ დახმარება. 

აფხაზეთიდან დევნილი სოსო ჯოჯუა გამოსახლების წინა ღამით იმ საბანკო ვალებზე ფიქრობდა, რომლის გადახდაც შენობიდან გასახლების შემდეგაც მოუწევს: „თბილისში ხელობით ვმუშაობ და მცირეოდენი შენმოსავალი მაქვს. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი განვადებით და სესხებით მაქვს გამოტანილი. რეგიონში წასვლის შემთხვევაში, წარმოდგენა არა მაქვს, ამ ვალების დაფარვას როგორ მოვახერხებ. იქ რომ არ წავიდე, აქ დასარჩენი არსად მაქვს. მოკლედ, სამინისტრო სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს - ან იქ უნდა წავიდეთ და შიმშილით ამოგვხდეს სული ან არადა ღია ცის ქვეშ უნდა დავრჩეთ“.

ახალი ამბები