კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიანგის ცრემლები

26 იანვარი, 2011
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილთა გამოსახლების პროცესს  პირველად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოში ერთი ადამიანიც დევნილია, ქვეყანა სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება.

დევნილთა დღევანდელი მდგომარეობის შესახებ სააკაშვილს ახსნა-განმარტებების გაკეთება ტელეხიდში – „ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი“, ჟურნალისტების მიერ დასმულ მწვავე შეკითხვებზე მოუწია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ძალიან გაბრაზებული და ძალიან უბედურია; ყოველ დღე იღვიძებს იმ აზრით, რომ გამწარებულია და თავს გრძნობს სახლიდან გამოგდებულად.

„ჩემი სახლია აფხაზეთი, ჩემი მიწებია ცხინვალი და ზემოთ ხეობები, რომელიც დღეს ოკუპირებულია; არც ერთ ადამიანთან და ჯგუფთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობისა და სრული გაიგივების განცდა, როგორც დევნილებთან. ერთი-ორჯერ კამერამ რომ დამიჭირა ცრემლებით, ეს არც საარჩევნო დადგმა ყოფილა, როგორც ზოგიერთებს ეჩვენებათ, რომ ყველაფერი ხელოვნურია. მე მართალაც, საჯაროთაც და კამერების გარეშეც მიტირია კიდევაც ამ თემაზე და ძალიან ბევრი მიფიქრია და ბევრი უძილო ღამე გამიტარებია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის კიდევ ერთხელ იტყვის „მომავალ წელს სოხუმში“ და ამ სიტყვებზე არავინ უნდა გამოეკიდოს, რადგან ამას გაიმეორებს მანამ, სანამ ყველა დევნილი საკუთარ სახლში არ დაბრუნდება. „ეს არის ჩვენი აღთქმული მიწა და ეს ტკივილი არც გაყუჩდება და არც დაგვავიწყდება“, - დასძინა მან.

სააკაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ დევნილთა პრობლემას გადაწყვეტს თბილისის რომელიმე სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებაში შესახლება, ეს არ მოხდება და თავი არავინ უნდა მოიტყუოს.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შენდება დევნილთა დასახლებები იმ ადგილებში, სადაც იქნება ინტენსიური სამუშაო ადგილები. ასეთ ადგილებად მან ფოთი, წყალტუბო, ანაკლიასა და ფოთს შორის ზონა და ბათუმი დაასახელა. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა ნაწილმა უკვე მიიღო კომპენსაცია, ნაწილს სწრაფ ტემპში აუშენდა სახლები, 10 ათასმა კი თბილისში საცხოვრებელი ფართები დაიკანონა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები