კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა

26 იანვარი, 2011

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

დევნილებმა დღეს გამოსახლების პროცესის შეჩერება და უკვე გამოსახლებულების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. გარდა ამისა, დღევანდელ აქციაზე პრეზიდენტის მიერ გუშინ ტელეხიდისას გაკეთებული განცხდებებიც შეაფასეს.

აქციის ორგანიზატორების „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილისა და „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკშვილის გუშინდელი სიტყვები, თითქოსდა ის დევნილების ბედზე, მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე და დასაქმებაზე ზრუნავს, აბსოლუტური სიცრუეა, რეალობა კი ის არის, რომ დევნილებს ყოველდღიურად კიდევ დევნიან და უსახლკარობისა და შიმშილისთვის იმეტებენ.

რაც შეეხება პროტესტის გაგრძელების სამომავლო გეგმებს, როგორც დევნილები ასევე აქციის ორგანიზატორები – „კონსერვატიული პარტიისა“ და „ხალხის პარტიის“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობა არ შეწყდება და დევნილების უფლებების დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციების გზით.

დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია, 28 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები