კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომელია დანიელ გუფთა?

27 იანვარი, 2011
დანიელ გუფთას მიერ აუქციონის წესით შეძენილი ოთხი კლინიკის თანამშრომლები ახალი მეპატრონის ვინაობას სოციალური ქსელების საშუალებით ადგენენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში განუცხადეს, დანიელ გუფთა არის 28 წლის, ინდუსი, რუსეთის მოქალაქე.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ „ფეისბუქში“ მოიპოვეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი მეპატრონე კლინიკას ერთხელ ეწვია და დაათვალიერა, თუმცა თანამშრომლებს არ გასაუბრებია.

უცხოელმა ინვესტორმა კლინიკების საპრივატიზაციო აუქციონზე თბილისის გინეკოლოგიური კლინიკა, ზოგადი თერაპიის კლინიკა, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა, თვალის სნეულებათა კლინიკა - „მზერა“ შეიძინა, რაშიც სულ 2 მილიონ 250 ათასი ლარი გადაიხადა.

აღნიშნული პირის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია განთავსებული არ არის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია ბიზნესმენ დანიელ გუფთაზე არ საუბრობს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქობალიამ განაცხადა, დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში ისაუბრებს.

„ახლა დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე ვერ მოგაწვდით, მაგრამ ჩვენთან სამინისტროში თუ მოხვალთ და შეგხვდებით, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„ინტერპრესნიუსსი“ შეეცადა სოციალურ ქსელში თავადაც გადაემოწმებინა ინფორმაცია დანიელ გუფთას შესახებ, თუმცა რამდენიმე „დანიელ გუფთას“ მოპოვების შემდეგ „ჭეშმარიტი ბიოგრაფიის“ დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები