კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს მონაცემებით, საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა

27 იანვარი, 2011
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ათი ქვეყანა დაასახელა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ირღვევა.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 26 იანვარს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საუბარია "სისტემატურ დარღვევებზე", რომლებიც რუსეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთში, თურქეთსა და უკრაინაში ფიქსირდება და რომელთა შედეგადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს ვერდიქტები არ სრულდება ან მათი შესრულება ძალიან ჭიანურდება.

სხვა ქვეყნებს შორის, რომელთა შიდა კანონმდებლობაც კონვევნციასთან მნიშვნელოვნად შეუსაბამოა, დასახელდნენ ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო და სერბეთი.

დოკუმენტის ტექტსში ცალკე თავი ეხება ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ჩეჩნეთსა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში.

ყველაზე ხშირად სტრასბურგის იურისტები სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტების აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემებს რუსეთში აწყდებიან.

ასამბლეის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ახალი კანონი "პოლიციის შესახებ" პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგან ის დაკვებულთა უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა. რუსეთის ციხეებში და საგამოძიებო იზოლატორებში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები - იქ ელემენტარურლი ჰიგიენური ნორმებიც კი არ არის დაცული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ პრობლემების არსებობას აღიარებს და მათ გადაჭრასაც ცდილობს, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები