კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში მომხდარი ტერაქტი „სამაგიეროს გადახდა“ იყო

27 იანვარი, 2011
შონ ვოლკერი და კიმ სენგუფთა, თბილისი
The Independent

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Independent -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვის აეროპორტში ორშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტი რუსეთისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული პოლიტიკის „სამაგიეროს გადახდა“ იყო.

სააკაშვილმა რუსეთი შეადარა „ნიანგს, რომელიც მზადაა გადაგყლაპოს“. 2008 წლის ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონების შესახებ. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის კომენტარმა,  რომელიც მოსკოვში, დემოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მალევე გაკეთდა, შესაძლოა, მოსკოვი გააღიზიანოს; ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის ქვეყანასაც მოსკოვის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ორი დაკარგული რეგიონი აქვს, 26 იანვარს თბილისში რუსეთი დაადანაშაულა მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში, როცა ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სეპარატისტულ მოძრაობას. 

„მე ეს საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან ერთად განვიხილე. მე მას ვუთხარი, რომ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ძალადობა მათ ქვეყანას შურისძიების სახით დაუბრუნდება“, - განაცხადა სააკაშვილმა. „პუტინმა მითხრა: „თუკი ვინმე ჩვენს წინააღმდეგ რამეს ეცდება, ტარაკანასავით გავჭყლეტთ“ - და ამ დროს ცერა თითი მაგიდაზე მიაბჯინა და დაგრიხა ჩემს თვალწინ“.

The Independent -თან საუბრის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო ტელეხიდის დროს განაცხადა: „რუსეთის პოლიტიკური მენტალობა რეპტილიის დონეზეა, როგორც ეს აქვს ნიანგს, რომელიც მზადაა გადაგყლაპოს“.

კარგადაა ცნობილი პრეზიდენტ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის არსებული პიროვნული მტრობა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ განაცხადა რომ პუტინთან ლაპარაკი ნიშნავს „ესაუბრო ადამიანს, რომელსაც ხელში ცული უჭირავს და თან გეუბნება: „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა, დახუჭე თვალები და მოეშვი“.

ამასობაში, პუტინი დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს იმის გამო, რომ ის BBC-ისთან ინტერვიუს დროს ჰალსტუხის ბოლოს ღეჭავდა. მან საფრანგეთის პრეზიდენტ  ნიკოლას სარკოზს უთხრა, რომ „მიხეილ სააკაშვილს ყვერებით დაკიდებდა“.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები შეშფოთებული არიან, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, პრემიერ მინისტრი გახდეს 2013 წელს, როცა მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დამთავრდება - ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა 2008 წელს.

26 იანვარს პუტინმა განაცხადა რომ წინასწარი გამოძიების მიხედვით, ორშაბათის აფეთქებაში ჩეჩნური კვალი არ იკვეთება. გაუგებარია, ის მთლიანად გამორიცხავდა თუ არა ჩრდიოლეთ კავკასიურ კვალს ტერორისტულ აქტში თუ გულისხმობდა მეზობელ რესპუბლიკას - დაღესტანს. მან ასევე სრულიად გამორიცხა ტერორისტთა ჯგუფთან მოლაპარაკების შანსი.

ახალი ამბები