კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მობინადრეთა ნაწილი კუთვნილი პენსიით ვერ სარგებლობს

28 იანვარი, 2011
აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ზოგიერთი მობინადრის პენსიას ახლობლები ითვისებენ. ოჯახური სითბოს ნაკლებობასთან ერთად, პაციენტთა ნაწილს თვეების, ნაწილს კი _ წლების განმავლობაში არ მიუღიათ კუთნილი პენსია.

„პენსიას ჩემი დები იღებენ. ოზურგეთში ვცხოვრობ, აქ პოლიციამ მომიყვანა. ბევრი ხანია უკვე. ჩემი დები ჯერ არ მოსულან და არც არაფერი მოუტანიათ ჩემთვის“, - ამბობს ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი.

„უკვე სამი წელია, აქ ვარ და პენსია არ ამიღია. საავადმყოფოში მოსვლამდე ჩემს პენსიას ჩემი და იღებდა. ალბათ, მომცემენ დაგროვებულ პენსიას“, _ იმედოვნებს მეორე პაციენტი.

აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ამირან მიქავას განცხადებით, გარკვეულ შემთხვევაში, საავადმყოფოს პაციენტთა პენსიით ნათესავები უკანონოდ სარგებლობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მეურვეები ჰყავთ და საჭირო ნივთებსა თუ პროდუქტს პაციენტის სურვილისამებრ ყიდულობენ.

კანონმდებლობის თანახმად, თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ოჯახის წევრები ზედამხედველობას ვერ უწევენ, მათ მეურვეები უნდა დაენიშნოთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათი უფლებები მეურვეების მიერ ირღვევა, მაშინ შესაბამისმა უწყებამ, ანუ სოციალურმა სააგენტომ მზრუნველი პირი უნდა გადააყენოს. ამ მხრივ კი, არც ერთი სოცმუშაკი აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მობინადრეებზე ჯერჯერობით არ ზრუნავს.
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები