კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია ქალთა საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის საქმის გამოძიებას ითხოვს

2 თებერვალი, 2011
საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია 27 იანვარს ქალთა საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, ბელა გონაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, სიმსივნით დაავადებული ბელა გონაშვილის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში მის გათავისუფლებას და სათანადო მკურნალობის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მძიმე ავადმყოფი არც გაათავისუფლეს და არც სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„უყურადღებო, გულგრილმა და არაადამიანურმა და დანაშაულებრივმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მსჯავრდებულის გარდაცვალება. მოვითხოვთ ბელა გონაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დასჯას“, - განაცხადეს ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

Humanrights.ge-ს ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა აცნობა, რომ ბელა გონაშვილს ციხის ადმინისტრაციამ შუამდგომლობა გაუწია სასამართლოს წინაშე სასჯელის გადავადებაზე. თუმცა სასამართლომ ადმინისტრაციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, სავარაუდოდ - პროკურატურის ინტერესებიდან გამომდინარე.

Humanrights.ge

ახალი ამბები